ოქროს ზეციური ელექსირი – საბაზისო ონლაინ კურსი ახალი დროის ენერგიებში სამუშაოდ

ოქროს ზეციური ელექსირი – კუნდალინი რეიკის უმაღლესვიბრაციული  ნაკადი. 

 

რა არის ზეციური ელექსირი -კუნდალინი რეიკი 

ზეციური ელექსირის  ენერგია წარმოადგენს უძველესი ფიზიკური და სულიერი სამკურნალო, ცნობიერი ენერგიის – რეიკის ყველაზე თანამედროვე სახეს, რომლის შესახებ სწავლება და ინიციაციები (განდობები) მოგვაწოდეს სულიერმა მასწავლებლებმა,  ამაღლებულმა ოსტატებმა, დედამიწისათვის და ადამიანებისათვის ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც სულები იღვიძებენ და ადამიანები გადადიან გაცნობიერებული შემოქმედის მდგომარეობაში; როდესაც თქვენ გარედან კი აღარ იმართებით გარემოებებით და გრძნობებით, არამედ თავად, თქვენი ცნობიერების ძალით შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა, საკუთარ სხეულში ჩადებული პოტენციალი გააღვიძოთ, განკურნოთ თქვენი თავი, დაეხმაროთ ახლობლებს, გარეგანი მოვლენები დააბალანსოთ და მიმართოთ თქვენი სულის განვითარებისათვის საჭირო მიმართულებით.

კურსის განმავლობაში თქვენ სწავლობთ სამყაროს ენერგიებთან მუშაობას, საკუთარ ცნობიერებასთან მუშაობას, სულიერ-ენერგეტიკული სეანსებისა და მედიტაციების ჩატარებას.  ყველაფერი არის ძალიან მარტივი, შეუძლია ნებისმიერ თქვენთაგანს, მოაქვს დიდი სიამოვნება, სიხარულის და სიყვარულის შეგრძნებები, რაც დიდი სულიერი ენერგიის დაგროვების ნიშანიცაა.

კონსულტაციებს და ენერგეტიკულ დახმარებებს   მიიღებთ არა მარტო კურსის განმავლობაში, არამედ მის შემდეგაც ნებისმიერ დროს. ასე თქვენ მუდმივად გაიღრმავებთ ცოდნას ენერგიების სფეროში და გააძლიერებთ პრაქტიკას.

ონლაინ კურსი მოიცავს სამ საფეხურს.  პირველ და მეორე საფეხურზე სრულყოფილად შეისწავლება საკუთარ თავზე, ცნობიერებაზე, სხეულსა და ფსიქიკაზე, ენერგეტიკაზე, სულიერებაზე, ასევე  საკუთარი ცხოვრების სფეროებზე ენერგეტიკული კეთილისმყოფელი ზეგავლენა.   

მესამე საფეხურზე სასწავლებლად გადადიან  მხოლოდ პირველი-მეორე საფეხურის წარმატებული სტუდენტები,  სადაც შეისწავლება სრულყოფილად სხვა ადამიანების დახმარება, სულიერი გამოღვიძება, ჰარმონიზაცია და  გაჯანსაღება სულიერ, ფსიქიკურ-ენერგეტიკულ, ფიზიკურ  დონეებზე.     

სწავლების ხანგრძლივობა 1-2 საფეხურზე არის 21-24 დღე, მესამე საფეხურზე – 30-33 დღე.    სწავლება ტარდება დისტანციურად, ონლაინ, თქვენთვის კომფორტულ პირობებში – თქვენ ასრულებთ დავალებებს დღისა და ღამის ნებისმიერ თქვენთვის თავისუფალ დროს.  იქნება შეხვედრები ცოცხალი დასწრებითაც, განსაკუთრებით მესამე საფეხურზე.  

სწავლების პლატფორმად გამოიყენება ფეისბუქი,  ელ ფოსტა, და ზუმი.   გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, კითხვა-პასუხი და გამოცდილებების გაზიარება.  ახალ სასწავლო მასალებს და პრაქტიკებს, ვიდეოებს და სეანსებს, ინიციაციებს,  დავალებებს იღებთ კვირაში 2-3 ჯერ  ფოსტაში.   ასევე კვირაში 2-3 ჯერ ზუმში ტარდება ერთობლივი პრაქტიკა და ასრულებთ  ზეციური ელექსირის სეანს-მედიტაციას.   

მთელი კურსის მანძილზე თქვენ ყოველდღიურად იმყოფებით ზეციური ელექსირის (კუნდალინი რეიკის) მაღალვიბრაციულ ველში, იკურნებით, ძლიერდებით ენერგეტიკულად, ვითარდებით სულიერად. 

კურსის მანძლზე თქვენ მიიღებთ სამი საფეხურის ინიციაციას ოქროს ზეციური ელექსირის (კუნდალინი რეიკის კიდევ უფრო ამაღლებული და გაძლიერებული ნაკადი)  ენერგიაში, და ინიციაციის პირველივე დღიდანვე  შეძლებთ ჩაატაროთ სეანსები.

ზეციური ელექსირის  მოქმედება მოიცავს ცხოვრების ყველა სფეროს: ჯანმრთელობა – მკურნალობა არა მარტო ადამიანების, არამედ ცხოველების და მცენარეების; გარემოს განწმენდა, წყლის-საკვების-საგნებისა და ადგილების დამუხტვას სასურველი მიზნით,  შემოქმედება-საქმიანობა-ბიზნესი-წარმატება-ბარაქა, ურთიერთობების ჰარმონიზაცია, სიტუაციებისა და მოვლენების მართვა, ჩაკრების განწმენდა-  გააქტიურება, კარმის მოცილება, გვარის კარმის განკურნება, დნმ-ის განკურნება, სულიერი განვითარება – გულის გახსნა, ექსტრასენსორული უნარების განვითარება, ფიზიკური და სულიერი ტრანსფორმაცია, მომავლის ფორმირება და სხვ. 

ზეციური ელექსირის ენერგია შესანიშნავად მოქმედებს  ბავშვებზე და ფეხმძიმეებზე.

ოქროს ზეციური ელექსირი მოიცავს სამ საფეხურს და შესაბამისად სამ ინიციაციას. ინიციაციის არსს გაეცნობით კურსის აღწერილობაში ქვემოთ.  კუნდალინი რეიკის ინიციაციების დროს ჰარმონიულად იღვიძებს კუნდალინი – ადამიანის დასაბამისეული სულიერი და სასიცოცხლო ენერგია, და იწყებს ასვლას ზედა ცენტრებში, მაღლდება ცნობიერება, ხდება სულიერი განვითარება, ახალი უნარების გახსნა, უპირობო სიყვარულის ცნობიერების დამკვიდრება, რეალობის შემოქმედება, კურნება და ა.შ. 

პირველი და მეორე საფეხურის სწავლება მოიცავს პირველი და მეორე დონის ინიციაციას ზეციურ ელექსირში. საკუთარ თავზე მუშაობას – სხვადასხვა ინიციაციებს ცნობიერების ასამაღლებლად, სხეულის ვიბრაციების ასამაღლებლად სამყაროს წმინდა ენერგიების გასატარებლად, სულის მეხსიერებისა და უნარების გასაღვიძებლად, ჩაკრების – მთავარი ცნობიერების ცენტრების განწმენდა-გააქტიურებას, მათ ჰარმონიზაციას, თვითგანკურნების სეანსებს, ენერგო-აღქმის გაძლიერებას, სიყვარულის დონის ამაღლებას, ფსიქო-ემოციური და სულიერი სფეროების განკურნებას, კარმისგან განთავისუფლებას, განწმენდას და მაღალვიბრაციული ენერგიებით დამუხტვას მთელი გარემოსი, წყლის, საკვების, ადგილის და ა.შ. ჰორმონალური სისტემის კურნების სეანსების შესწავლას, და სხვ.  

სწავლება+პრაქტიკები პირველ+მეორე საფეხურზე დაახლოებით 21-24 დღიანია და მისი ენერგო-ბალანსი შეადგენს 350 ლარს. 

ზეციურის უკვე კურსდამთავრებულებისათვის  ამ საფეხურების ხელმეორედ გავლის და პრაქტიკებში მონაწილეობის ენერგო-ბალანსია 250 ლარი.

სწავლება დაიწყება 9 მარტს, ხოლო კურსზე ჩაწერის ბოლო დღეა 7 მარტი. 

პირველი და მეორე საფეხურის გავლის შემდეგ,  სრულყოფილად შესრულებული პრაქტიკების  შემდეგ, თქვენ შეძლებთ გადახვიდეთ მესამე საფეხურზე.  

მესამე საფეხურზე შეისწავლით და დააპრაქტიკებთ ყველაფერს, რაც საჭიროა სხვა ადამიანების გასაჯანსაღებლად და გასაძლიერებლად  ყველა დონეზე – ფიზიკური, ფსიქო-ემოციური, მენტალური და სულიერი;   მიიღებთ ძლიერ ინსტრუმენტებს მათ დასახმარებლად სულიერი განვითარების და გამოღვიძების გზაზე.  დაიწყებთ ზეუნარების განვითარებას-  გაივლით სულიერი თვალის პრაქტიკებს და სიზმარხილვას.  მესამე საფეხურზე თქვენ გადმოგეცემათ მესამე და უმაღლესი ინიციაცია ოქროს ზეციურ ელექსირში; შეისწავლით სხვა ადამიანებზე სეანსების, ენერგიების გადაცემას სხვადასხვა მეთოდებით;  შეასრულებთ სეანსებს და მედიტაციებს სხვადასხვა მიმართულებით – ფიზიკური კურნება, ფსიქოლოგიური კურნება, სულიერი განვითარება, ურთიერთობების ჰარმონიზაცია; ბარაქისა და კეთილდღეობის სეანსებს (საკუთარი თავისათვის და სხვებისათვის). შეისწავლით ცნობიერების ძალით კურნებას, სიტყვით, ნებელობით,  სინათლის კრისტალებით კურნებას; ჩაკრების განწმენდა-გახსნას, მათთან დაკავშირებული დაავადებების კურნებას  და შინაგანი მდგომარეობების ტრანსფორმაციას ეთერული მინერალებით; ისწავლით ეთერული მინერალებით კურნებას და მათთან მუშაობას  -მიიღებთ მინერალებში ინიციაციებს და შეძლებთ მათი ეთერული ენერგიების გამოყენებას ფიზიკური კრისტალების გამოყენების გარეშე. შეისწავლით კვანტური გადაცემის მეთოდით კურნებას. იმუშავებთ მესამე თვალზე, სეანსების დროს ენერგო-ინფორმაციების მიღებაზე, მესამე თვალით ენერგეტიკული სეანსების ჩატარებაზე; შეისწავლით ზეციური ელექსირის სეანსის გადაცემას როგორც ინდივიდუალურ ადამიანზე, ასევე ჯგუფზე, ასევე შეასრულებთ ჯგუფურ ერთობლივ სეანსებს, და სხვ. თქვენ გელით მრავალფეროვანი თავგადასავალი. 

სწავლება მესამე საფეხურზე დაახლოებით 30 დღიანია და მისი ენერგო-ბალანსია 550 ლარი. მესამე საფეხურის სწავლება დაიწყება 7 აპრილს, 1-2 საფეხურის დასრულებიდან  ერთკვირიანი შესვენების შემდეგ.

ზეციურის კურსდამთავრებულთათვის, ვისაც სურს დამატებული ახალი პრაქტიკების შესწავლა ან ახლიდან გავლა და პრაქტიკებში მონაწილეობა, ენერგო-ბალანსია 350 ლარი. 

 ოქროს ზეციური ელექსირის მოცემული კურსის წარმატებული სტუდენტები, რომლებიც შეასრულებენ სწავლების-სეანსების  გარკვეულ პროგრამას, მიიღებენ სერტიფიკატს, რომ გაიარეს მოცემული კურსი სულიერი განვითარების აკადემიაში “ჰარმონიის ერა” და არიან ზეციური ელექსირის – ოქროს კუნდალინი რეიკის ოსტატ-მკურნალები. 

კურსის შემდეგ თქვენ (პრაქტიკული გამოცდილებისა და სურვილის შესაბამისად)  გაერთიანდებით ერთობლივი ენერგო-სეანსების ჯგუფში, სადაც შეძლებთ გამოცდილებების გაზიარებას და ერთობლივი სეანსების ჩატარებას სხვა ენერგო-მკურნალებთან ერთად. თქვენი სურვილით, გარკვეული გამოცდილების შემდეგ, თქვენი, როგორც სულიერ-ენერგო მკურნალის მონაცემები განთავსდება ჩვენს საიტზე, სადაც ადამიანები შეძლებენ დაგიკავშირდნენ სეანსების მისაღებად. 

ონლაინ კურსის შესაძენად მოიწერეთ ფეისბუქზე   facebook.com/mzeonaiberieli

მოიწერეთ თქვენ შესახებ – მედიტაციები, გამოცდილებები, ენერგო-მგრძნობელობა, ინტუიცია… და რას ელით კურსისგან, რათა ვიყოთ სრულად დარწმუნებული, რომ ეს კურსი თქვენ გამოგადგებათ თქვენი უნიკალური განვითარების გზაზე. 

გასაუბრების შემდეგ თქვენ მიიღებთ ანგარიშებს ენერგო-ბალანსისათვის. 

ზეციური ელექსირის  მაღალვიბრაციული ენერგო-სისტემა  შეცვლის თქვენს ცხოვრებას, აზროვნებას, ჩვევებს, გადაგიყვანთ რეალობის ახლებურ აღქმაში, თქვენი მოქმედებები წარიმართება სრულიად ახლებურად;   მოვლენებს თქვენ გარშემო შეცვლით თქვენი შინაგანი მდგომარეობის მიხედვით, ანუ თქვენ თვითონ გამოიწვევთ საჭირო მოვლენებს, გამოავლენთ ღვთიურ ბარაქას თქვენთვის და დაეხმარებით სხვებს, განკურნავთ ხასიათის თვისებებს, კარმას, წარსულს, აწმყოსა და მომავალს, გაიახალგაზრდავებთ თავს მაღალი ვიბრაციებით და  დაეხმარებით სხვებს განკურნებაში და სინათლის გაზრდაში. ცხოვრება იქნება ერთი დიდი ზეიმი და საინტერესო თავგადასავალი, განვითარების გზა; თქვენ  შეძლებთ განავითაროთ უმაღლესი უნარები და იხილოთ ახალი რეალობა, რომელსაც 4-5 განზომილება ჰქვია.

ეს მხოლოდ მოკლედ ზეციური ელექსირის  შესაძლებლობების შესახებ. ამ ენერგიის შესახებ ასობით წიგნია დაწერილი და კაცობრიობა იყენებს ამ ენერგიას დედამიწის დასაბამიდან.

ზეციური ელექსირი  არის ყველაზე „თანამედროვე“ და ყველაზე მარტივი ენერგო-სისტემა, გახსნილი ადამიანებისათვის და მოწოდებული ადამიანების გასხივოსნებისათვის, მათი სხეულების გადაყვანისათვის ახლებურ, ჯანმრთელ და ნატიფ მდგომარეობაში, ნიჭებისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლინებისათვის და ამაღლებისათვის.

ზეციური ელექსირის სამი ინიციაციის შესახებ 

ზეციური  ელექსირის  (კუნდალინი რეიკის) ენერგიას სამი საფეხურის ინიციაცია გააჩნია.

                                      1 დონე

1 პირველი საფეხურის ინიციაცია ხსნის ენერგეტიკულ  არხებსა და ცენტრებს, რათა საშუალება მისცეს ენერგიას (რომელიც არის ცნობიერება) იდინოს თავისუფლად. ამავე დროს სხეული მზადდება კუნდალინის გასაღვიძებლად (დასაბამისეული, საწყისი სასიცოცხლო ენერგია, რომელიც გაღვიძებისა და გააქტიურების შედეგად იწვევს „განღმრთოებას“ – ადამიანის საბოლოო რეალიზაციას, მის გაცნობიერებას მრავალგანზომილებიან უსასრულო მარადიულ შემოქმედ სულად).

1 საფეხური აცილებს ბლოკებს ყველა ჩაკრას ფუძისეულის გარდა. ენერგიის მთავარი არხი ფუძიდან კინკრიხომდე იხსნება და იწმინდება, მზადდება კუნდალინის გასაღვიძებლად.  გულის ცენტრი იხსნება და ფართოვდება. იხსნება და ფართოვდება ენერგო-არხები ხელებიდან კინკრიხომდე, რათა რეიკის ენერგიამ იდინოს თავისუფლად. როცა მეორე ინიციაციის დროს გაიღვიძებს კუნდალინი, მაშინ ყველა ცენტრი და ენერგო-არხი გაიხსნება, დაიწმინდება და გააქტიურდება.

1 საფეხურის ინიციაციის დროს იხსნება და ძლიერდება გვირგვინის, გულისა და  ხელების ჩაკრები. თქვენ უკვე შეგიძლიათ სამკურნალო და სხვა მიმართულების სეანსების ჩატარება საკუთარი თავისთვის.

                                             2 დონე

ადამიანის დასაბამისეული სასიცოცხლო ენერგიის  – კუნდალინის გაღვიძება  – ხდება უკვე 2 საფეხურზე, რბილად და ჰარმონიულად, აბსოლუტურად დაცულად, განსხვავებით სხვა იოგის მეთოდებისგან.

2 საფეხურის ინიციაციის შემდეგ აქტიურდება დანარჩენი ჩაკრები, ენერგო-არხები კიდევ უფრო იწმინდება და იხსნება, კუნდალინის ნაკადი ჰარმონიულად ადის ზემოთ და ავსებს ჩაკრებს გამოღვიძებისათვის და უნარების გამოსავლენად.

                                                     3 დონე

მესამე ინიციაციის შემდეგ თქვენ ზემოთ ეთერულ პლანზე განთავსდება ეთერული ალმასი, და მისი ენერგია 1000ჯერ მაინც გააძლიერებს სამკურნალო ენერგიის –  უმაღლესი ცნობიერების  ნაკადს. კუნდალინი ნაზად და ჰარმონიულად მაღლდება კონკრიხოს ცენტრამდე, და ყოველდღიური პრაქტიკების მიხედვით, მისი სასიკეთო მოქმედება სულ უფრო მოიმატებს.

ვუგზავნი თითოეულ თქვენგანს უდიდეს სიყვარულს, გულით გელით კურსზე, ვართ და-ძმები სულიერ ენერგიებში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემთან მატერიალურ-ენერგეტიკულ  ურთიერთობებში შემოდის. კურსში მონაწილეობის  მისაღებად გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ მოცემულ კურსის შინაარსს და შემდეგ  მოიწეროთ პირადში    fb.com/mzeonaiberieli

საყვარელო სულებო, კურსები არის ყველა დისტანციური,  ონ-ლაინ. სწავლება კურსებზე  არის ინტერაქტიური  – ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, მიზიარებთ  ინიციაციების, მოცემული სავარჯიშოების და სეანსების გამოცდილებებს, და ჩემგან იღებთ მითითებებს, რჩევებს, განვითარების გზებს, მეთოდებს და სხვა ტექნიკებს, რაც დაგვეხმარება, გავხადოთ სწავლება ნაყოფიერი, სასიამოვნო და ბედნიერების მომტანი.

ენერგო-ბალანსის შესახებ:

ახალი დროის ენერგიები მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით -ჯანმრთელობა, ბარაქა, სიყვარული, გვარის გაწმენდა, გაახალგაზრდავება, შემოქმედება, წარმატება, სულიერი განვითარება და სხვ. მათ აქვთ თავიანთი სახელები, ფუძემდებლები (ვინც მიიღო ნატიფი პლანებიდან), საჭიროებენ ინიციაციას ოსტატისგან (ვინც უკვე დაუფლებულია ამ ენერგიას) – თითოეული ენერგია საჭიროებს თავის კონკრეტულ ინიციაციას.

ინიციაციის მიღება და ენერგიაში მუშაობის შესწავლა მოითხოვს ენერგო-ბალანსს ოსტატსა და მოსწავლეს,მიმღებს შორის, რაც გამოიხატება მატერიალურ ანაზღაურებაში ოსტატის მიმართ.

როდესაც მოსწავლე, მომავალში კი თავადაც ოსტატი, სიყვარულითა და მადლიერებით გასცემს თანხას სწავლებისა და ოსტატისათვის, მისი მასწავლებლისათვის ამ ეტაპზე, ხდება მისი ცხოვრებისეული სივრცის განთავისუფლება ძველი ნეგატიური ენერგიებისგან, და ახალი, სუფთა, მაცოცხლებელი ენერგიების შემოდინება.

ოსტატი, თავის მხრივ,  გასცემს თავის სულიერ ენერგიას მოსწავლეზე, თავის თავში გაატარებს უმაღლესი სულიერი ძალების ენერგიებს, რათა გადაეცეს ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეს. ოსტატი ასევე ზრუნავს მოსწავლეზე ხანგრძლივი დროის მანძილზე, მუშაობს მის ნატიფ სხეულებზე, წმენდს და მუხტავს მათ მაღალვიბრაციული ენერგიებით, სანამ ის არ გახდება დამოუკიდებელი შემოქმედი მოცემულ ენერგიაში.

კურსის შესაძენად მოიწერეთ facebook.com/mzeonaiberieli.  მოიწერეთ თქვენ შესახებ,  თქვენი გამოცდილებების შესახებ, რა გაინტერესებთ ამ კურსზე, რათა ვიყოთ დარწმუნებული, რომ სწორედ ეს კურსი არის ის, რაც თქვენ გჭირდებათ სულიერი განვითარების ამ კონკრეტულ ეტაპზე. 

საყვარელო სულებო, ყველა კურსი, რომელსაც გთავაზობთ სულიერი განვითარების აკადემია “ჰარმონიის ერა”, განკუთვნილია მხოლოდ ჯანსაღად მოაზროვნე, ფსიქიურად ჯანმრთელი ადამიანებისათვის, ვინც დგას სულიერი განვითარების გზაზე, მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და იმუშაოს თავის თავზე. თქვენ მიიღებთ ჩემგან, როგორც მასწავლებლისგან, ენერგეტიკულ და ინფორმაციულ მხარდაჭერას, სწავლებას, პრობლემების გადაჭრის გზებს, განვითარების მიმართულებას და უდიდეს სიყვარულს.

სიყვარულით მზეონა იბერიელი.

სკოლის მოსწავლეების შთაბეჭდილებები  http://mzeonaiberieli.ge/feedback/

რა არის რეიკი

http://mzeonaiberieli.ge/ra-aris-reiki/

რეიკის, კუნდალინისა და კუნდალინი რეიკის შესახებ:

http://mzeonaiberieli.ge/kundalini-reiki/

რა არის ინიციაცია,  http://mzeonaiberieli.ge/initiation/

ენერგიების დისტანციური მოქმედება

http://mzeonaiberieli.ge/distance-transmission/

სამკურნალო სეანსები:

https://www.youtube.com/playlist?list=PL_T1b7KvAxaM89mNFnrlhUGtkMQawgBqb

განკურნება ცნობიერების ძალით:

https://www.youtube.com/playlist?list=PL_T1b7KvAxaMSeceEZuE5c0CUjThJ4vMh

სინათლის სხეულის განკურნება:

https://www.youtube.com/playlist?list=PL_T1b7KvAxaOKQTBIdq51As0QQf1nYTDB

სულიერი ალქიმია:

https://www.youtube.com/playlist?list=PL_T1b7KvAxaMjcjcO9AGTPL_BMKn0rSAP

სულის გამოღვიძება

https://youtube.com/playlist?list=PL_T1b7KvAxaMlInHJfkqbCBxAflg1c7RK&si=UkPNMehZ6yq3X_Tk

სიყვარულის ცნობიერების განვითარება:

https://www.youtube.com/playlist?list=PL_T1b7KvAxaOTTqHFd2q3i8ui5-fq-7-I

პატიება და განთავისუფლება: https://www.youtube.com/playlist?list=PL_T1b7KvAxaO6b5olzw07nwDOfookgkDX

მადლიერების განვითარება:

https://www.youtube.com/playlist?list=PL_T1b7KvAxaNU5uI1KIk_GtUU48phXO1t

ჩაკრები და კეთილდღეობა: https://youtube.com/playlist?list=PL_T1b7KvAxaMZSE1uqy4P30xUwnRoySOs&si=eOR7LI-SqYkAy3bf

სიყვარულის, პატიებისა და მადლიერების 21 დღიანი მარათონი: https://youtube.com/playlist?list=PL_T1b7KvAxaOHp3f7ZBKS7XwXyGs1y18K&si=JiM9EpmI9yyfAgi2

კვება და ცნობიერება:

https://www.youtube.com/playlist?list=PL_T1b7KvAxaNFdxsc8n7VSdHNUYRKMZQr

უნივერსალური ფორმულა:

https://www.youtube.com/playlist?list=PL_T1b7KvAxaOYCPHtF5rUL6o0zsU4TkKf

სიცოცხლის კოდი:

https://www.youtube.com/playlist?list=PL_T1b7KvAxaMhxTP9S7b9DgOm3gY5DW3B

კოსმიური შიდა ღიმილი – მთელი სხეულისა და ფსიქიკის კურნება:

https://www.youtube.com/playlist?list=PL_T1b7KvAxaO8lVnpUu3Tk0_DNUlASC2D

თავისუფალი კურსი – გახდი რეალობის შემოქმედი: https://www.youtube.com/playlist?list=PL_T1b7KvAxaN1uaXcSMt6SugLPLj0mRJh

 

© პოსტების ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით. სიყვარულით.

ჩაკრები და კეთილდღეობა.სამკურნალო კურსი.

საყვარელო სულებო,

თავდაპირველად, მინდა გითხრათ, რა არის ენერგო-ბალანსი.

ახალი დროის ენერგიებში, ახალ ცნობიერებაში, ადამიანებს შორის სიყვარულის სივრცეში, ჩვენ კი არ ვყიდით რაიმეს იმისათვის, რომ ვნახოთ მოგება, არამედ გავცემთ სიყვარულით ჩვენს ნაშრომს, ჩვენს შემოქმედებას, დაბადებულს ადამიანების მიმართ დახმარების სურვილით, გაზიარების სურვილით, და მადლიერებით ვიღებთ მათგან – ასევე სიყვარულით გადმოცემულ ენერგიას – ამ შემთხვევაში, მატერიალურს, ფულს.  ასეთნაირად ჩვენ ვაბალნსებთ ენერგიების გაცვლა-გამოცვლას, და ეს პროცესი არის ორივე მხარისათვის სასიკეთო, ჰარმონიის მომტანი.

თუკი ორივე მხარე მოქმედებს და გასცემს მხოლოდ სიყვარულით და მადლიერებით, მაშინ ეს ურთიერთობა ხდება კეთილდღეობის მომტანი ყველასთვის.

საყვარელო სულებო, უამრავი მიმართულება არსებობს ახალი დროის ენერგიების სფეროში, რომლებიც ეხსნებათ  ადამიანებს ჩვენს უნიკალურ დროში სულიერი გამოღვიძებისათვის, შემოქმედებითი უნარების გააქტიურებისათვის, სიცოცხლის მოვლენების ქმნადობისათვის.

ზეციური ელექსირის  ენერგია წარმოადგენს უძველესი ფიზიკური და სულიერი სამკურნალო, ცნობიერი ენერგიის – რეიკის ყველაზე თანამედროვე სახეს, რომელიც გაგვეხსნა ჩვენი, ადამიანების ცნობიერების უმაღლესი სულიერი პლანებიდან, ასე ვთქვათ, ზეცნობიერიდან, დედამიწისათვის და ადამიანებისათვის ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ადამიანები  იღვიძებენ სულიერიად და გადადიან გაცნობიერებული შემოქმედის მდგომარეობაში; როდესაც თქვენ აცნობიერებთ, რომ თქვენი პიროვნებისა და ყოველდღიური ცხოვრების მიღმა არსებობს თქვენი უმაღლესი შინაგანი სამყარო, უმაღლესი ცნობიერება,  თქვენი სხვა განზომილებები, სხვა უნარებით, სხვა სამყაროსეული ხედვით, სხვა მოთხოვნილებებით და მისწრაფებებით. ამ დროს, თქვენ გარედან კი აღარ იმართებით გარემოებებით და გრძნობებით, არამედ თავად შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა, საკუთარ სხეულში ჩადებული პოტენციალი გააღვიძოთ, განკურნოთ თქვენი თავი, ასევე, დაეხმაროთ ახლობლებს, გარეგანი მოვლენები დააბალანსოთ და მიმართოთ თქვენი სულის განვითარებისათვის საჭირო მიმართულებით.
იმისათვის, რომ თქვენ სრულყოფილად შეიგრძნოთ სიცოცხლის სხვადასხვა განზომილება, გემო გაუგოთ ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობებს, გამოავლინოთ თქვენთვის სასურველი თვისებები, საჭიროა თქვენი ენერგო-ცენტრების – ჩაკრების გახსნა, გააქტიურება, განწმენდა და დაბალანსება.

საყვარელო სულებო, გავიხსენოთ, რომ ჩაკრები ადამიანის უმთავრესი ენერგო-ცენტრებია, რომლებითაც ის კავშირს ამყარებს სამყაროს სხვადასხვა განზომილებებთან. ამ ცენტრების მეშვეობით ადამიანი იღებს საწყისიდან, ღვთიური ცნობიერებიდან  განსაზღვრულ ენერგიებს, მათ მატერიაში გამოსავლენად. ჩაკრების მდგომარეობაზეა დამოკიდებული ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო.   ჯანმრთელობა, სიყვარული, ძალა-უფლება, სიმდიდრე, შემოქმედება, ზებუნებრივი უნარები, გასხივოსნება – ესენი ყველა ღვთიური ცნობიერების ასპექტებია და მათი გამოვლენა ადამიანის ცხოვრებაში შესაბამისი ჩაკრებიდან ხდება.

სიყვარულით გთავაზობთ  სეანს-მედიტაციებს ენერგო-ბალანსით, თქვენი ენერგეტიკული ცენტრების გასაწმენდად, გასააქტიურებლად, დასაბალანსებლად და მათში კეთილდღეობის პროგრამების შესატანად.

თითოეული სეანს-მედიტაცია ეძღვნება თითო ჩაკრის განკურნებას ზეციური ელექსირის (ღვთიური უპირობო სიყვარულით აღვსილი კუნდალინი რეიკის)  ენერგიაში (ესაა სეანსის ნაწილი), და შემდეგ მათში შესაბამისი სიტყვიერი კოდების ჩაწერას, იმისათვის, ეს სიტყვები გადაიქცეს ენერგიად თქვენს ორგანიზმში და ამაღლებულ მდგომარეობებად – ცნობიერებაში, რათა  გამოავლინოთ  სასურველი შედეგები სასურველ სფეროებში.

ამ სეანს-მედიტაციებით თქვენ ინდივიდუალურად გადმოგეცემათ ზეციური ელექსირის (კუნდალინი რეიკის) სეანსები შესაბამის ჩაკრებში, მათ გასააქტიურებლად, გასაწმენდად, დასალაბანსებლად და მათი ენერგიების გამოსავლენად ხასიათში, თვისებებში, შეხედულებებში, ახალ ცნობიერებაში, ახალ შესაძლებლობებში, ახალ უნარებში, ახალ გახსნილ გზებში, ახალ შემოქმედებით იდეებში, ახალ პოზიტიურ სულიერ ადამიანებთან ურთიერობებში.

კურსის ყველა  მედიტაცია შესრულებულია ფინანსური სფეროს განსაკურნებელ ენერგო-სისტემაში – ახალი დროის ფულის რეიკი. ამ ენერგიას მომავალში შემოგთავაზებთ ღვთური ბარაქის კურსზე.

ყოველი სეანს-მედიტაცია ჩაწერილია შესაბამისი ჩაკრის გასააქტიურებელ სიხშირეებზე, სპეციალურ მუსიკაზე, (ყველა ჩაკრას აქვს თავისი ბგერითი სიხშირე).

გარდა ამ შვიდი სეანს-მედიტაციისა თითოეული ჩაკრისათვის, დამატებით გადმოგეცემათ ერთი სეანს-მედიტაცია  ყველა ჩაკრისათვის ერთად.

ამ სეანსებში თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარ ხელებში შეიგრძნოთ გადმოცემული ზეციური ელექსირის ენერგია, და თავადაც იმონაწილეოთ სეანსში.

ზოგადად, საყვარელო სულებო, სეანსი ნიშნავს  ენერგიის გადაცემას, ხოლო დანარჩენი – სპეციალური სიხშირეების მუსიკა,  წარმოსახვითი მედიტაცია, და ბარაქის კოდების გააქტიურება ნებელობით – არის სხვა, დამატებითი ინსტრუმენტები.

სეანსდახმარებით ადამიანი ადვილად შედის  ცნობიერების ნატიფ მდგომარეობაში, ღრმა მედიტაციურ მდგომარეობაში,  აღიქვამს თავის შინაგან შემოქმედებით უძლიერეს უნარებს და ძალებს – წარმოსახვის, სიტყვის და ნებელობის სახით, და  ასეთნაირად, ბადებს თავის ჯანმრთელობას და გაყვავილებას ცხოვრებაში თავად.

ზეციური ელექსირის სეანსები  ადამიანში ააქტიურებს  სრულყოფილ მდგომარეობას ჯანმთელობაში, ენერგეტიკაში, ცნობიერებაში. ის განწმენდს თავის გზაზე ყველა ბლოკს, ყველა დაღვევას, ყველა გადახრას, რაც არსებობს ადამიანში, რაც ხელს უშლის მას გამოავლინოს თავისი წარმატება, გამართლება, სრულყოფილი ჯანმრთელობა, თავისი  დაფარული ნიჭები, შემოქმედებითი უნარები. დროთა მანძილზე ადამიანი იღვიძებს სულიერად, გადადის ცნობიერების ახალ მდგომარეობაში, ახალ რეალობაში, და ხდება თავისი ცხოვრების სრულუფლებიანი შემოქმედი. ის აცნობიერებს,  ვინ არის სინამდვილეში, რისთვის მოვიდა, რა არის მისი ინტერესების სფერო და ანხორციელებს მათ იმ ინსტრუმენტებით და უნარებით, რომლებიც ეხსნება ცნობიერების ახალ ამაღლებულ მდგომარეობაში.

როდესაც ერთი ადამიანი მუშაობს თავის თავზე, თავის უპირობო ღვთიური სიყვარულის ნიჭზე, თავის ენერგო-ცენტრების გაწმენდასა და გააქტიურებაზე, ცნობიერების ამაღლებაზე, ეს იწვევს გარემოში და ადამიანებში ვიბრაციების ამაღლებას, რეალობის განკურნებას, ახალი ენერგიების შემოდინებას სამყაროდან ამ ადამიანის გულისა და ცნობიერების გავლით, და ასეთნაირად ვითარდება და მრავლდება სიცოცხლე თავის უსასრულო მრავალფეროვან ფორმებსა და გამოვლინებებში.

მას შემდეგ, რაც შეიძენთ ამ სამკურნალო ენერგეტიკულ კურსს, ყოველი სეანს-მედიტაცია ასე ვთქვათ, დაიმუხტება  ინდივიდუალურად, პირადად თქვენთვის, ამისათვის საჭირო იქნება თქვენი ნამდვილი სახელი, გვარი, დაბადების წელი და ადგილი, ქალაქი, სადაც ამჟამად იმყოფებით.  ამ ენერგეტიკული სამუშაოს გამო კურსი გადმოგეცემათ შეძენიდან რამდენიმე დღეში.

გაითვალისწინეთ, საყვარელო სულებო, რომ თქვენ ვერ შეძლებთ ამ სეანსების გაზიარებას მეგობრებისათვის, რადგანაც ეს გამოიწვევს თქვენი ენერგიების აღრევას, და კიდევ უფრო მეტ დისბალანსს თქვენს ენერგო-ცენტრებში. დაიცავით ენერგეტიკული სიწმინდე საკუთარი თავის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.

 

კურსის ენერგო-ბალანსი არის 350  ლარი. აქ შედის:

7 სეანს-მედიტაცია ცალ-ცალკე ყოველი ჩაკრისათვის,

1 სეანს-მედიტაცია  ყველა ჩაკრისათვის ერთად,

ინფორმაცია ჩაკრებზე,

კეთილდღეობის პროგრამები ტექსტის სახით, მათთან უკეთ გასაცნობად და სიტყვების თვალით აღსაქმელად.

სეანსების ჩატარების ინსტრუქცია. თქვენ შეასრულებთ სეანს-მედიტაციებს თქვენთვის კომფორტულ ნებისმიერ დროს. ნებისმიერი დროის განმავლობაში.

 

კურსის შეძენის მსურველებმა მოიწერეთ ფეისბუქზე:    facebook.com/mzeonaiberieli

მისი შეძენისას, რამდენიმე დღეში  თქვენ მიიღებთ სრულ კურსს ერთად, თითოეულ სეანს-მედიტაციას დამუხტულს პირადად თქვენთვის.  სეანს-მედიტაციების  გამოყენების ვადა არის უსაზღვრო – სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ ჩანაწერებით ნებისმიერ დროს.

ამრიგად,  საყვარელო სულებო, ამ სეანს-მედიტაციების შესრულებისას,  ჩვენ თითოეულ ცენტრს-ჩაკრას  გავწმენდთ ზეციური ელექსირის სამკურნალო ენერგიით , ავავსებთ სინათლით,  გავააქტიურებთ მათ, და დავაბალანსებთ –  ახალი დროის უმაღლესვიბრაციული ენერგიებით – კუნდალინი რეიკით,  და ახალი დროის ფულის რეიკით,  რათა თქვენ გაძლიერდეთ და თავი იგრძნოთ არა გარემოებების  მსხვერპლად, არამედ მოვლენების  შემოქმედად, რათა არ იყოთ დამოკიდებული არცერთ გარე მოვლენასა და სიტუაციაზე, რათა მუდმივად გრძნობდეთ შინაგან ბალანსს, ჰარმონიას, ცენტრს, საკუთარ არსს, რათა ცხოვრებას უყუროთ როგორც შემოქმედების არენას, აღივსოთ თავისუფლების და ბედნიერების შეგრძნებით, რომლებიც  არაა დამოკიდებული ფულზე, სიტუაციებზე და სხვა ადამიანებზე, და წარმოადგენს მხოლოდ თქვენი პირადი სულიერი ბუნებრივი მდგომარეობის გამოვლენას ამ სამყაროში.

სეანს-მედიტაციებში ჩვენ ასევე გავანთავისუფლებთ და განვკურნავთ  ჩაკრებს სიღარიბის ცნობიერებაზე დამყარებული ძველი აზროვნების შედეგებისგან, ავავსებთ მათ ახალი აზრებითა და გრძნობებით.  აზრები, კოდური ფრაზები, რომლებსაც თქვენ ამ კურსის გავლისას  „დათესავთ“  საკუთარი  ცნობიერების სამოთხის ბაღში, დროთა მანძილზე აღმოცენდება, როგორც ღვთიური ბარაქის ულამაზესი მცენარე, და მოგცემთ ნაყოფს, დაგატკბობთ ნეტარებით  არა მარტო თქვენ, არამედ ძალიან ბევრ ახლობელს და თანაშემოქმედს  თქვენ გარშემო.

თქვენ უნდა იყოთ ბრძენი და მზრუნველი „მებაღე“, რათა შეინარჩუნოთ ბარაქის  აზროვნება: ყოველდღიურად უნდა დაუთმოთ ყურადღება საკუთარ აზრებსა და გრძნობებს სიმდიდრის, ფულის მიმართ, აავსოთ ისინი ახალი პოზიტიური ენერგიებით,  მოაცილოთ და განკურნოთ ნებისმიერი სარეველა გრძნობა თუ აზრი, რომელიც გამყოფებთ სიღარიბის ცნობიერებაში;  ყოველთვის  ყურადღებით იყავით იმის მიმართ, თუ რას უყურებთ ტელევიზიით, რას უსმენთ, რას გიყვებიან – არის თუ არა ეს აზრები და გრძნობები შესაფერისი მდიდარი, ღვთიური ბარაქის ცნობიერებაში მყოფი ადამიანისთვის? ძილის წინ ყოველთვის შეიგრძენით სიყვარულით, რომ ხართ სავსე კეთილდღეობით, დაე იყოს ეს თავიდან მხოლოდ გრძნობებში და აზრებში. ყოველ დილას გაიღვიძეთ იმის მოლოდინით, რომ სამყარო თქვენში სიყვარულით დაბადებს ახალ იდეებს, ახალ გზებს ბარაქის გამოსავლენად.  დადგება დღე, როდესაც თქვენ მოიხედავთ უკან და დაინახავთ თქვენი გზის სილამაზეს, და უდიდეს განსხვავებას ძველსა და ახალ მდგომარეობას შორის. მიხვდებით, რომ მთელი ძალა სიცოცხლის და შემოქმედების არის თქვენს ცნობიერებაში, თქვენს გრძნობებში, თქვენში. ასე იქმნება სამყაროები და რეალობები – ცნობიერებაში, გრძნობით და აზრით!

გისურვებთ უდიდეს წარმატებებს თქვენს ლამაზ ცხოვრებაში, ვართ თანაშემოქმედები სიცოცხლის, და ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს უნიკალურ შემოქმედებას, სიყვარულით გულიდან გულში მზეონა იბერიელი.

გულის ცენტრის სეანს-მედიტაცია ნიმუშად მოცემულია კურსის მოწვევის ვიდეოში:

კურსის შეძენის მსურველებმა მოიწერეთ ფეისბუქზე:    facebook.com/mzeonaiberieli

კუნდალინი – ადამიანის სასიცოცხლო ენერგია

კუნდალინის ენერგია.

            მისი გაღვიძების და ამაღლების მეთოდები                

კუნდალინის ენერგიის შესახებ ცოდნა და მასთან მუშაობის მეთოდები იყო დაფარული კაცობრიობის ისტორიის მანძილზე.

მასთან ასე გახსნილად მუშაობა, რაზეც ახლა “ხელი მიუწვდება” ყველა (თითქმის ყველა)  ადამიანს, სურვილის შემთხვევაში,   იყო  შეუძლებელი სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ.

ათასწლეულების მანძილზე ამ საიდუმლო ინიციაციებს გადიოდა  მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფი ადამიანების მთელ დედამიწაზე, და ისინი იყვნენ ერთეულები, ვისაც სულიერი სამყარო თვლიდა მზად სხეულისა და ცნობიერების ასამაღლებლად, კუნდალინის  – სამყაროს საწყისი ძალისა და ენერგიის გამოსაღვიძებლად.

ეს ერთეული ადამიანები იყვნენ სულიერი ადეპტები, გადიოდნენ უმკაცრეს გამოცდებს,  სიკვდილ-სიცოცხლის კარიბჭეს (და ეს გამოცდილება არ სრულდებოდა ყველასთვის სასიცოცხლოდ);  და ისინი, თავიანთი ადამიანური ბუნების სრული მსხვერპლშეწირვით უმაღლესისადმი, ღვთიური საწყისისადმი, აღწევდნენ უმაღლეს გასხივოსნებას, საწყისთან სრულ შერწყმას, და ხდებოდნენ თავისუფალი ღვთიური შემოქმედი სულები.

პირველი ამოცანა და მიზანი, რისთვისაც ხდებოდა მთელი ეს პროცესი, იყო – ადამიანების მსახურება დედამიწაზე, მათი ევოლუციის ხელშეწყობა, და მთელ სისტემაში ღვთიური ცნობიერების გამოვლინება, უპირობო სიყვარულის სინათლით მთელი სამყაროს გასხივოსნება.

მათი სულიერი შრომის შედეგად, დღევანდელ დღეს, ადამიანს აღარ სჭირდება ასწლეულობით გამოქვაბულში ჯდომა სამედიტაციოდ გასხივოსნებისათვის, მეორე დაბადებისათვის სულში, არამედ შეუძლია ნებისმიერ პირობებში, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის, თუკი გახსნის გულს და ცნობიერებას – მიიღოს უმაღლესი ვიბრაციები, გააღვიძოს კუნდალინი, აამაღლოს და მოახდინოს თავისი თავის სრულყოფილი რეალიზება დედამიწაზე, როგორც ღვთიური შემოქმედი სულის, სამყაროების შემოქმედისა და დამბადებლის.

კუნდალინი არის კოსმიური საწყისი სიცოცხლის თესლი ადამიანში, რომელმაც უნდა გაიღვიძოს ქვედა ცენტრში, გააქტიურდეს, ამაღლდეს სპეციალურ ენერგეტიკულ არხში, ხერხემალში,  ყველა ენერგო-ცენტრის გავლით, რომლებიც არის ადამიანის ცნობიერების დონეები,  გააქტიუროს-გახსნას-აანთოს ისინი ზეცნობიერების გამოსავლენად ცხოვრების ყველა სფეროში, და გაყვავილდეს ზედა ცენტრში-საჰასრარაში იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს ის, რისთვისაც ის იყო შექმნილი და დაბადებული – სამყაროსთან ერთიანი ცნობიერებით და სხეულით,  უნივერსალური სული მატერიაში, გამტარი ღვთიური ენერგიების და თავად ღვთიურობის სრულყოფილი გამოვლინება.

ადამიანის ცხოვრებაში ეს საბოლოო ეტაპი განიცდება როგორც მეორე დაბადება, დაბადება სულში, და ეძახიან გასხივოსნებას. ამ ადამიანს კი სხვები ეძახიან გასხივოსნებულს, თუმცა თავად ეს ადამიანი არის უკვე სამყაროს საწყისის ღვთიური წმინდა გამოვლინება, და აღარ ატარებს განცალკევებულ ცნობიერებას ცალკე ადამიანის სახით. მისთვის პიროვნული მე გადაიქცა ერთიანი საწყისის მე-დ.

მისი ცნობიერება არის ამ დროს სრულიად გაღვიძებული, ის ნათლად ხედავს სამყაროს ენერგიებს, ესმის მათი არსი შინაგანად, და ფლობს მათი ურთიერთქმედების კანონების ცოდნას შემოქმედებითი პროცესებისათვის.

ადამიანი არის ერთიანი საწყისთან, აღარაა განცალკევება და ცნობიერება არის გამთლიანებული.

ეს პროცესი აღიქმება ადამიანის მიერ გრძნობებში როგორც უდიდესი ნეტარება და ექსტაზი.

და ის ხედავს და იცის უკვე, განიცდის მთელია არსით, რომ სიცოცხლე არის მარადიული ექსტაზის მდგომარეობა, და მხოლოდ ადამიანის აზროვნებით და დაბალვიბრაციული გრძნობებით არის შესაძლებელი  დარდისა და მწუხარების არსებობა. თუმცა ეს მდგომარეობებიც არის სამყაროს ენერგიების ნაწილი და ენერგიების ურთიერთქმედების, ურთიერთთამაშის სხვადასხვა გამოვლინებები.

კუნდალინის გაღვიძება და ამაღლება –  ეს არის უმაღლესი საკრალური პროცესი სამყაროში; ასეთნაირად ყვავილდებიან ადამიანები ღმერთის სიცოცხლის ბაღში,  მარადიული სიცოცხლის სადიდებლად, შემოქმედებითი ღვთიური სულების დასაბადებლად თავიანთ წმინდა სხეულებში.

ადამიანი იწყებს ცხოვრებას სრულ ჰარმონიაში ადამიანებთან და სამყაროსთან;  მთელ გარემო სივრცეს აღიქვამს, როგორც ყოველწამიერი შემოქმედებითი პოტენციალებით აღსავსე ცხოვრებას, სადაც სრულიად თავისუფლად შეუძლია გამოავლინოს თავისი უმაღლესი ნიჭები და უნარები.

მისი გულის ცენტრი არის სრულიად გახსნილი და აერთიანებს მას სხვა ადამიანების გულებთან და მთელ სამყაროსთან. სწორედ ამიტომ შეუძლია მას იცოდეს მეტი ყველაზე და ყველაფერზე, და შეეძლოს მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ცხოვრებაში.

კუნდალინის ენერგია ცნობილია ყველა რელიგიაში და კულტურაში, ადამიანის დასაბამიდან. მისი გაღვიძებისა  და ამაღლების მეთოდები დაფარულად მოცემულია უამრავ ზღაპარში, მითში. კუნდალინის ენერგიას იკვლევს მეცნიერებაც, პირველ რიგში ფსიქოლოგია, და იუნგის კვლევები იქნება საინტერესო მათთვის, ვინც მოისურვებს ღრმად გაეცნოს ამ ენერგიის შესახებ თანამედროვე ინფორმაციებს.

კუნდალინის ამაღლება არაა ერთჯერადი მყისიერი აქტი, არამედ არის პროცესი. და იწყება ამ საწყისი ენერგიის გაღვიძება-გააქტიურებით.

კუნდალინის გაღვიძების და ამაღლების მეთოდებიდან უპირველესი ბუნებრივი “მეთოდი”  არის ადამიანის სულიერი განვითარება, რაც ნიშნავს მასში ღვთიური უმაღლესი გრძნობების – უპირობო სიყვარულის ცნობიერების აღზრდა-გაზრდა-განვითარებას.

ამ დროს, როდესაც ადამიანი იწყებს სიყვარულის მდგომარეობის განვითარებას გაცნობიერებულად, ყოველწამიერად თავის ცხოვრებაში, ამ დროს ხდება კუნდალინის ბუნებრივი გამოღვიძება და ბუნებრივი ამაღლება მის საბოლოო გაყვავილებამდე.

უპირობო სიყვარულის მდგომარეობა ნიშნავს აცნობიერებდე ყველასთან და ყველაფერთან ერთიანობას, და ხედავდე ყველაში ღმერთის ხატს, წმინდა სულს, მიუხედავად გარე გამოვლინებებისა, და ასევე ექცეოდე ყველას, როგორც ღმერთის წმინდა სულს, როგორც სრულყოფილ არსებას თავის საწყისში.

უპირობო სიყვარულის მდგომარეობა ნიშნავს ტოტალურ მიღებას (მიღება, პატიება, მადლიერება) – ყველა მოვლენისა  და სიტუაციის გულით მიღებას ჰარმონიულად (არა მოთმენას, მოთმენა არის მიუღებლობა), და შემდეგ ამ მდგომარეობაში ფიქრს და მოქმედებას სიტუაციის მიმართ.  შესაძლებელია ასევე საკუთარი აღშფოთებისა და აგრესიის გულით მიღება გაცნობიერებულად, როგორც სამყაროს ენერგიების. ეს პროცესიც  ითვლება ტოტალურ მიღებად, სრულიად ამშვიდებს ადამიანს და შეჰყავს ბალანსში, და მასში იწყება გარდაქმნები – ნაკლები ნეგატიური გრძნობები, და მეტი სიხარულითა და ბედნიერებით სავსე გრნობები.

ტოტალურ მიღებაში იგულისხმება პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარული, როგორც ღვთიური წმინდა სულის, მიუხედავად ყველა ნეგატიური თვისებისა და გამოვლინებისა. ასეთნაირად, თქვენ მიიღებთ გულში სიყვარულით ყველა იმ ნეგატიურ თვისებას, რის გამოც თავს გრძნობდით დამნაშავედ და არასრულყოფილად. და მაშინ გაიწმინდება ბლოკებისგან ხერხემლის არხი კუნდალინის წმინდა ენერგიის გასატარებლად და ასამაღლებლად. სწორედ დანაშაულის გრძნობა, შიში, წყენა, არპატიება, დარდი, არსებული ვითარების მიუღებლობა, შური, აგრესია და ა.შ. – არის ის ენერგო-ბლოკები, რეალურად არსებული წარმონაქმნები ადამიანის ენერგეტიკულ და ნატიფ სხეულებში, რომლებიც არ აძლევენ ადამიანის ცნობიერებას კუნდალინის სახით ამაღლების საშუალებას, და არ აძლევენ საშუალებას ადამიანს შევიდეს იმ სიხარულის, ბედნიერების და ნეტარების მდგომარეობაში, რომლებიც არის მისთვის ბუნებრივი, თანდაყოლილი მდგომარეობები დაბადებიდან.

ყოველთვის, როცა ადამიანი არის სიყვარულში და მიმღებლობაში, მასში მაღლდება კუნდალინი, და ყოველთვის, როდესაც ადამიანი შინაგანად ამბობს – “არა!”, და გამოდის სიყვარულის მდგომარეობიდან – დაბლდება კუნდალინი, და ადამიანი ვარდება კვლავ დაბალვიბრაციულ ცნობიერებაში და შესაბამის დაბალვიბრაციული მოვლენების ცხოვრებაში, ვლინდება მისი ბედის დაბალვიბრაციული  ვარიანტი.

კუნდალინის გაღვიძება-ამაღლებას ახდენენ იოგის ვარჯიშებითა და სუნთქვებით,  ასევე გურუს დახმარებით, და ეს ასევე შეიძლება მოხდეს სპონტანურად, ძალიან სტრესულ სიტუაციებში, როდესაც ადამიანი თვითგადარჩენისათვის ქვეცნობიერად ჩართავს თავის ენერგო-რეზერვს, კუნდალინის, რომელიც, რომ არა ეს სტრესული შემთხვევა, დარჩებოდა მძინარე მთელი ცხოვრების (ცხოვრებების) მანძილზე.

კუნდალინის გამოღვიძების და ამაღლების ყველაზე ჰარმონიული დაბალანსებული მეთოდი დღევანდელ დროში,  გავრცელებული მთელ მსოფლიოში, არის კუნდალინი რეიკის ენერგიის ინიციაციები და მუშაობა ამ ენერგიაში.

კუნდალინი რეიკის ენერგო-სისტემაში კუნდალინის გამოღვიძება ხდება რეიკის ენერგიით. ეს ხდება ინიციაციების დროს, და სეანსებისა და მედიტაციების დროს, რომლებიც სრულდება  ამ ენერგიის ნაკადში.

ჩვენ ვაღვიძებთ სწორედ ამ ენერგიას, და ვსწავლობთ მასთან მუშაობას უპირობო სიყვარულის მდგომარეობაში. ეს უმთავრესი ასპექტი – ღვთიური უპირობო სიყვარულის მდგომარეობა- ხდის კუნდალინი რეიკის ენერგიას ზეციურ  ელექსირად.  კუნდალინი რეიკი, რომელიც მიიღეთ თქვენ, არის გაცილებით მაღალი “ხარისხის”,  გაცილებით ძლიერმოქმედი და სრულყოფილი, მოიცავს ადამიანის ცნობიერების ყველა დონეს და განზომილებას სხეულიდან საწყისამდე, ღვთიურობამდე, და ასეთნაირად, ავლენს თქვენში სამყაროსეული ამაღლებული ცნობიერების ყველა მდგომარეობას.

გისურვებთ  უდიდეს წარმატებებს და უდიდეს ბედნიერებას ზეციურ ელექსირთან ურთიერთობაში.

სიყვარულით გულიდან გულში მზეონა იბერიელი.

©სულიერი განვითარების აკადემია “ჰარმონია” 

 http://mzeonaiberieli.ge/

https://www.facebook.com/mzeonaiberieli/

სამყაროს ენერგიებთან და ცნობიერების ძალასთან სამუშაო ონლაინ კურსი “ოქროს ზეციური ელექსირი – კუნდალინი რეიკი” http://mzeonaiberieli.ge/zeciuri-eleqsiri/

მადლობა ყველას ჩემი სულიერი მსახურების მხარდაჭერისათვის.

 

რა არის რეიკი

საყვარელო სულებო, ჩვენს დროში ადამიანები  იღვიძებენ შინაგანად ახალი რეალობისათვის, სადაც ადამიანი არის ღვთიური შემოქმედი სული, და აქვს უნარი, თავისი ცნობიერების ძალით გაერთიანდეს სამყაროს მაღალვიბრაციულ ენერგო-ნაკადებთან, და გამოავლინოს თავისი სხეულით მატერიალურ პლანზე – სრულყოფილი ჯანმრთელობა, ცხოვრებისეული გამართლება და წარმატება, ურთიერთობების ჰარმონიზაცია, შემოქმედებითი აღმაფრენა, ზეუნარები (სულიერი თვალი, სხეულგარე მდგომარეობები და სხვ.), ნატიფი სამყაროების აღქმა,  ნეგატიური გამოვლინებების ტრანსფორმაცია,  ცნობიერების ამაღლება და სულიერი გასხივოსნება.

ეს ყველაფერი სრულყოფილად მიიღწევა ნებისმიერი გახსნილი ადამიანის მიერ, ყველაზე წმინდა და მაღალვიბრაციულ ენერგიის ნაკადში, რომელსაც რეიკი ეწოდება. ეს ენერგია არის სამყაროს დასაბამისეული ენერგია, თავის თავში აერთიანებს საწყისის ენერგიას, უპირობო სიყვარულის ენერგიას, ყველაფერს, რაც  საჭიროა სასიცოცხლო ძალების, ენერგიების,  ფორმების, მოვლენების გამოსავლენად სამყაროში.

რეიკის ენერგია არსებობს და ცნობილია ადამიანებისათვის უკვე ათასწლეულებია, მაგრამ იყო დაფარული საიდუმლო სწავლება, რადგანაც მცირე იყო რიცხვი იმ ადამიანების, ვინც მოისურვებდა ჩაეხედა ღრმად თავის თავში, სულში, და გულში, და აღმოეჩინა იქ სამყაროს შემოქმედი ძალები და ენერგიები.

დედამიწის და კაცობრიობის ცნობიერების ევოლუციასთან ერთად,  ნატიფი პლანებიდან თანდათან გაგვიხსნეს სამყაროს კოსმიური მაღალვიბრაციული ენერგიები, გაგვიხსნეს ცოდნა მათ შესახებ და მოგვცეს საშუალება ვეზიაროთ მათ, და ჩვენს სხეულსა და ცნობიერებაში გავატაროთ ეს უწმინდესი “ყოვლისშემძლე” ენერგიები.

რეიკის ენერგიის ათვისებას და მის სხვადასხვა მიმართულებებთან მუშაობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენს დროში, რადგანაც,  ზოგადად გარემო  სივრცეში ამაღლებულია ვიბრაციები, უამრავი ადამიანი იღვიძებს სულიერად,  გრძნობს თავის თავში ახალ ენერგიებს, ახალ უნარებსა და ნიჭებს, იხსენებს ძველი ცხოვრებებიდან გამოცდილებებს, და უჩნდება სურვილი ხილული სამყაროს გარდა შეიცნოს სხვა ნატიფი პლანები, გააღვიძოს თავისი ცნობიერება იმ განზომილებებში, სადაც ის არსებობს ჯერ-ჯერობით გაუცნობიერებლად.

და სწორედ რეიკი არის უძლიერესი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ადამიანმა გამოაჯანმრთელოს თავისი სხეული, რომელიც არის გამყარებული ცნობიერება, დაიბრუნოს გამოაღვიძოს თავისი სულიერი უნარები და ნიჭები, გახსნას სულიერი გულის ცენტრი და სულიერი თვალი, გააქტიუროს თავისი ნატიფი სხეულები ფიზიკურის გარდა,  იმისათვის, რომ იყოს სრულყოფილი “მოქალაქე” საყაროს ნატიფ პლანებზე, თავის სულიერ სამშობლოში, და გახდეს სრულყოფილი შემოქმედი სულის გამოვლინება დედამიწაზე, გახადოს ყველა თავისი ურთიერთობა ჰარმონიული, ცხოვრება კი საინტერესო, წარმატებული, სივარულით, სიხარულით და ბედნიერებით აღსავსე, როგორიც არის სიცოცხლე სინამდვილეში.

გარდა საკუთარი თავის გამოღვიძების, განვითარების და ცხოვრების დაბალანსებისა, რეიკის ენერგია გაძლევთ საშუალებას დაეხმაროთ თქვენს ახლობლებს, ნათესავებს, ყველა ადამიანს, ასევე ცხოველებსა და მცენარეებსაც.   რეიკის საშუალებით თქვენ შეძლებთ გახდეთ ამ წმინდა მაღალვიბრაციული ენერგიების სრულყოფილი გამტარი, და გადასცეთ ის გარემოს, ადამიანებს, მოვლენებს, მათი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი ტრანსფორმაციისათვის.

რეიკის ენერგიაში მუშაობა ნიშნავს ადამიანების მსახურებას,  სინათლის მსახურებას, თქვენ ხდებით სამყაროსთან სინქრონიზებული სიყვარულისა და ყველაფრის საწყისის  სიხშირეებზე, და თქვენი ცხოვრება იცვლება სასწაულებრივად, იძენს სრულიად ახალ ფერებს, თქვენში იბადება ახალი აზრები და გრძNობები, რომლებიც მოგიტანენ კეთილდღეობას თქვენ და თქვენს გარშემო ადამიანებს, გარემოს, ქალაქსა თუ ქვეყანას.

რეიკის გააჩნია უამრავი მიმართულება, და მათ თანდათან გაეცნობით.

ცოდნა და ენერგიები გაეხსნება   ყველას, ვისაც სუფთა გულით  აინტერესებს, მიიღოს ენერგო-ინფორმაციები,  რომელიც სინამდვილეში არის უკვე თქვენში, და მხოლოდ დადასტურებას, გამოვლენას ელოდება.

დასვით შეკითხვები, რაც არ უნდა ჩვეულებრივად მოგეჩვენოთ ისინი, იყავით თავისუფლად, აქ არის სწორედ ის ადგილი, სადაც თქვენს მისტიურ გამოცდილებებს, აზრებსა და გრძNობებს  არავინ შეხედავს გაოცებით, და სადაც თქვენ მიღებული ხართ, როგორც უკვე  სულიერი მეგობარი.

სიყვარულით და პატივისცემით მზეონა იბერიელი.

ახალი დროის ენერგიებთან მუშაობა, სამყაროს ენერგიებთან და ცნობიერების ძალასთან მუშაობა – ონლაინ კურსი “ოქროს ზეციური ელექსირი – კუნდალინი რეიკი” http://mzeonaiberieli.ge/zeciuri-eleqsiri/

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა ენერგო-სისტემებს და საინტერესო პოსტებს  fb.com/mzeonaiberieli999

აქ არის მედიტაციები და სეანსები გახსნილად და ისიამოვნეთ:  youtube.com არხი “სიცოცხლის ელექსირი” : https://www.youtube.com/@elixiroflife999/videos

 

სამყაროს ენერგიები: სხვადასხვა სახის რეიკი; ახალი დროის ენერგიები; სხვა ენერგო-სისტემები.

?სამყაროს ენერგიები?:

სხვადასხვა სახის რეიკი; ახალი დროის ენერგიები; სხვა ენერგო-სისტემები.

?საყვარელო სულებო, როდესაც რეიკის შესახებ გვინდა ცოდნის მიღება, განსაკუთრებით მაშინ, თუ დავაპირებთ ვეზიაროთ მის რომელიმე სახეობას, პირველ რიგში უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ რეიკი, როგორც ასეთი, სუფთა სახით, არ არსებობს ჩვენს დროში გავრცელებულ ენერგო-სისტემებში, არამედ არსებობს მხოლოდ მისი კონკრეტული მიმართულებები და სახეობები. რეიკი (?რეი – ღვთიური საწყისი ენერგია, და ?კი – სასიცოცხლო ენერგიის გამოვლინება დედამიწაზე) – ეს არის განზოგადებული სახელი, რომელიც ასევე გამოიყენება მსოფლიოში სხვადასხვა მიმართულების მოქმედების ენერგო-სისტემების აღსანიშნავად.

?სუფთა საწყისი რეიკი იყო და არის მხოლოდ უძველესი სისტემა, რომელიც ათასწლეულებია არსებობს, და არის ადამიანის სულიერი გასხივოსნების, მისი ღვთიური წარმოშობის სრული რეალიზაციის “სისტემა”, სწავლება, პრაქტიკა. ?ამ სახით და სახელით ის მხოლოდ უძველეს მონასტრებში არსებობს აღმოსავლეთში. სხვა ქვეყნებში ამ დასაბამისეულ საწყის ენერგიას სხვა სახელები აქვს.

 

?და როდესაც ცნობილმა ბუდისტმა ბერმა ხანგრძლივი მედიტაციების შედეგად გააცნობიერა საწყისი, ანუ გასხივოსნდა, მან მიიღო რეიკის გარკვეული ასპექტი სამუშაოდ ადამიანებთან, და უწოდა ამ ასპექტს ?”უსუი რეიკი რიოჰო” – თავისი სახელი, რათა გამოეყო ის საწყისი ერთიანი რეიკისგან, და მიეცა მისთვის გახსნილი ნაკადისთვის – ახალი ფუნქციები, გაევრცელებინა “უბრალო” ადამიანებში, როგორც ფიზიკურ-ფსიქოლოგიურ-სულიერი სამკურნალო (ამ სიტყვას გაცილებით დიდი დატვირთვა აქვს სხვა ენებში, ვიდრე უბრალოდ დაავადებისგან გამოჯანმრთელება) სისტემა. ამ დიადმა სულმა წლები მოანდომა, რომ მთავრობას ეღიარებინა ეს ენერგო-სისტემა. ასე დაიწყო მსოფლიოში უსუი რეიკი რიოჰოს სისტემის გავრცელება, მისი განვითარება და ტრანსფორმაცია ახალ სახეობებში.

 

?როგორ იქმნება რეიკის სხვადასხვა სახეები?

 

?საყვარელო სულებო, არაფერი სამყაროში არაა უძრავად ერთ ადგილას, სიცოცხლე დუღს სამყაროში, და ყველაფერი ვითარდება, ტრანსფორმირდება, განშტოვდება, იძენს სხვადასხვა ფერებს და ფუნქციებს იმის მიხედვით, თუ რა საჭიროებები წამოიწევა წინა პლანზე ადამიანების ცხოვრებაში.

?ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ მთავარს – რომ სამყაროს ენერგიების საწყისი არის ერთი, ერთიანი, როგორც ერთიანი სინათლე, და შემდეგ ის შეიძლება დაიშალოს სპექტრად – სხვადასხვა ფერებად – წითელი, ლურჯი, იისფერი, მწვანე და ასე შემდეგ. შემდეგ კი ამ ფერებით შემოქმედი ადამიანი ქმნის სხვადასხვა ნაწარმოებებს ცხოვრებაში.

?ასევეა ენერგიებში – რომელ სახეობასაც არ უნდა ეზიაროთ, უნდა იცოდეთ, რომ მათი საწყისი არის ერთიანი სამყარო, და ეს საწყისი არის თავად თქვენში, სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა გაგეტარებინათ და გამოგევლინათ თქვენში რაიმე ენერგია. ?ამიტომაა, რომ გარდა ტერმინ ?”ინიციაციისა” ჩვენს დროში აქტიურად გამოიყენება ტერმინი ?”თანწყობა” გარკვეულ ენერგიაზე – ეს შინაარსობრივი სიტყვა სწორედ იმას აღნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმი არის სამყაროს განყოფელი ნაწილი, და ის ატარებს თავის თავში ყველა სამყაროსეულ ენერგიას პოტენციაში.

?უსუი რეიკი რიოჰოს შემდეგ, მომდევნო ოსტატებმა შეიტანეს სხვადასხვა ცვლილებები სისტემაში, რათა მოერგოთ ის სხვადასხვა ამოცანებისათვის, მაგალითად:

?1. გაკეთდა აქცენტი სამედიცინო განხრაზე;

?2. დაემატა და შეიცვალა სიმბოლოები, ან საერთოდ გაუქმდა;

?3. ზოგიერთ რეიკიში აუცილებელია სეანსების დროს ხელების გარკვეული პოზიცია, სხვებში -ნებისმიერი პოზიცია მისაღებია, ან გადაიცემა სხეულის სხვა ნაწილებით, მთელი სხეულით, სუნთქვითაც და აზრითაც. ?4. ზოგიერთი რეიკის სეანსი ძალიან ხანგრძლივია, ზოგში კი შედარებით მოკლე და ეფექტური;

?5. ზოგიერთი ცვლილება საჭირო გახდა იმისათვის, რომ სისტემა მოერგოთ დასავლეთისთვის;

?გარდა ამისა, რეიკის პრაქტიკოს ოსტატებს ეძლევათ შთაგონებით ახალი სისტემები, მიმართულებები, განხრები. რეიკის ეს სახეობები მუშაობენ კონკრეტული მიმართულებით: ჯანმრთელობა, ურთიერთობები, ფინანსები, ამაღლება, და ა.შ.

?აი, ზოგიერთი რეიკის სახეობები: ოქროს რეიკი, ერთიანობის რ., იმარა რ.,ბიო-გალაქტიკური რ., მზის რ., რეიკი უსუი შიკი რიოჰო, რ.ჯინკეი დო, ატლანტიდის რ., კარუნა რ., ოშო ნეო რ., თაი-ძი რ., ტიბეტური რ., იისფერი ალის რ., რადჰა რ., აურვედა რ., კაბალა რ., რუნების რ., და ა.შ.

?ყველა ეს მიმართულება არაა უბრალოდ განშტოება “ძველი რეიკის”, ან უსუი რეიკი რიოჰოსი, არამედ ?მათი განვითარების შედეგი, – ეს პროცესი უკვე საუკენეა მიმდინარეობს და მუდმივად იბადება ახალი სისტემები, როგორც ადამიანისა და სამყაროს ურთიერთშემოქმედების და ადამიანთა ერთიანი გამოცდილების ნაყოფი.

 

?მაგალითად მოვიყვან ზოგიერთ რეიკის სახეობას, რომელსაც გთავაზობთ ?სკოლა ‘სიცოცხლის ელექსირი”:

?კუნდალინი რეიკი – საბაზისო, მარტივი, რეიკის ნაკადის გარდა იყენებს კუნდალინის ენერგიას და ასე ორმაგ უძლიერეს ნაკადში ხდება წმინდა მაღალვიბრაციული ენერგიის გადაცემა-მიღება ფიზიკურ-ფსიქოლოგიურ-სულიერი გაჯანსაღებისათვის. ამ ენერგიას ცალკე პოსტი აქვს მიძღვნილი სიყვარულით.

?დნმ რეიკი – დნმ-ის განკურნებისათვის, დაცვისათვის, სხვა რეიკის ენერგიებთან ერთად გამოყენებისათვის.

?მთვარის რეიკი – ემსახურება ქალების ჯანმრთელობას, ქალური პრობლემების მოგვარებას, ნაყოფიერებას და სხვ.

?ფულის რეიკი, და ?ახალი დროის ფულის რეიკი – ეს ენერგო-სისტემა გაკავშირებთ ფულის სულიერ ენერგიებთან, მისი მეშვეობით ხდება ფინანსებთან დაკავშირებული ენერგო-დარღვევების განკურნება პირადულ, ჯგუფურ-ოჯახურ-საგვარეულო, და საყოველთაო მსოფლიო დონეზე. ასეთნაირად, თქვენ ემსახურებით ერთიანი ფინანსური სისტემის განკურნებას.

ლაქშმი რეიკი-ასევე სიმდიდრის ენერგიის გამოვლენას ემსახურება, რადგანაც სიმდიდრე – არის ცნობიერების მდგომარეობა, და ღვთიური წარმოშობის ადამიანისთვის ეს უნდა იყოს ბუნებრივი ნიჭი, რომელსაც იყენებს საკეთილდღეო პროექტებისათვის.

?სულიერი ტყიპისცალის რეიკი – სულიერი ნახევრის მოსაზიდად.

?არის სხვა საინტერესო ენერგო-სისტემები, რომელთაც შეგიძლიათ თანდათან გაეცნოთ ახალი დროის ენერგიების გვერდზე, თუმცა არაა ყველაფერი განთავსებული, რისი გაზიარებაც შემიძლია სიყვარულით (მაგალითად არის სამკურნალო სისტემები – ?ნიატანე, ?ასტრალური ექიმი, ?ახალი დროის მკურნალი, ?სილამაზის სხივი,

?სინათლის კოსმეტოლოგი, ?სინათლით კვება და სხვ.), რადგანაც გულით ველი ადამიანთა გაცნობიერების ამაღლებას ამ სფეროში, როდესაც ენერგიები აღარ იქნება რაიმე ახალი და იქნება ისეთივე ყოველდღიური “სასწაული”, როგორც ელექტრობა თავის დროზე, ბგერისა და გამოსახულებების გადაცემა უსადენოდ, ჰაერში ტრანსპორტი, ჰომეოპათია (ინფორმაციული მკურნალობა) და ა.შ.

?მსოფლიოში არსებობს სხვა ენერგო-სისტემებიც, როგორიცა მაგალითად ?ჟივა, ?კოსმოენერგეტიკა,

?სვარგა და ა.შ.

 

?რადგანაც საქართველოში ძალიან ცოტა რამაა ცნობილი რეიკის სახეობების შესახებ, სამყაროს სხვა ენერგიების შესახებ, ამიტომ ყველა სამკურნალო მიმართულებას და ყველა რეიკის ეძახიან “რეიკის”. ?და ამიერიდან, როდესაც თქვენ გაიგებთ რაიმეს რეიკის შესახებ, მიიღებთ ინიციაციებს, თანწყობებს , სეანსებს – უკვე შეგიძლიათ იკითხოთ, თუ რომელის სახეობის რეიკის ეზიარებით.

 

?საყვარელო სულებო, ყველა ამ ენერგო-სისტემაზე ინფორმაციას თავისუფლად შეგიძლიათ გაეცნოთ ინტერნეტში სხვა ენებზე. აკრიფეთ ?attunement საძიებოში და თქვენს წინ ახალი შესაძლებლობები გადაიშლება.

?სწორედ ასე დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება ერთ ბედნიერ მომენტში, ყველაფერი წარსულში დარჩა როგორც ბავშვური ცნობიერების მოგონება, ხოლო ახლანდელში კი ყოველი დღე აღსავსეა სამყაროსთან ერთიანობის და მასთან ერთად შემოქმედების განცდით; ვარ ბედნიერი სხვა ადამიანებთან სულიერ დონეზე ურთიერთობით;

?მე და ჩემი სულიერი მეგობრები ყოველდღიურად გადავცემთ ერთმანეთს დისტანციურად მშვენიერ მაღალვიბრაციულ ენერგიებს, მათ შორის სიყვარულს, სიხარულს, ბედნიერებას, აზრებსაც, ვსწავლობთ სხეულის საზრდოობას პრანით, სინათლით, და ასეთნაირად ჩვენი ურთიერთობა უკვე აღარ ეკუთვნის ჩვეულ სამგანზომილებიან საუბრებს მენტალურ დონეზე, არამედ არის გაცილებით საინტერესო და სავსე სიცოცხლის ენერგიებით.

? თითოეულ თქვენთაგანს შეუძლია გახსნას თავის თავში ახალი ცნობიერება, ენერგიები, უბრალოდ, გულის სურვილით, და აიყვანოს თავისი ცხოვრება შემოქმედების შემდგომ მაღალ საფეხურზე.

?ახლა სწორედ თქვენი ინტერესი, ინფორმაციების მისაღებად გახსნილი გული და გონება მოახდენს უდიდეს ტრანსფორმაციას ადამიანებში ჩვენ გარშემო, და მაშინ აღარ გექნებათ შეგრძნება, რომ თქვენი არავის ესმის, და არ სჯერათ თქვენი, რომ მათ მხოლოდ სამგანზომილებიანი სივრცის სწამთ, ანდა არიან რაიმე დოგმებში;

?რადგანაც სწორედ ინფორმაციების და ცოდნის გავრცელება, და რაც ყველაზე მთავარია, თქვენი ჩართულობა ამ ენერგო-სისტემებში და მათ ნაკადში მუშაობა, ინიციაციებისა და თანწყობების მიღება და შემდეგ გადაცემა სხვა ადამიანებისათვის – იქნება ის რეაქტორი, რომელიც გადაგვიყვანს გაცნობიერების ახალ საფეხურზე, საბოლოოდ კი-ევოლუციის ახალ ეტაპზე, და ეს არის სწორედ ის კვანტური ნახტომი, რაზეც საუბარია მთელ მსოფლიოში, ეს არის სულების გაღვიძება, ასე სიყვარულით რომ ვუწოდებ ხოლმე ამ პროცესს.

?წარმატებები, საყვარელო სულებო, ამ სასწაულ საოცარ თავგადასავალში, რომელსაც ქვია სიცოცხლე დედამიწაზე.

ონლაინ კურსი სამყაროს ენერგიებთან და ცნობიერების ძალასთან სამუშაოდ “ოქროს ზეციური ელექსირი – კუნდალინი რეიკი” http://mzeonaiberieli.ge/zeciuri-eleqsiri/

 

?სიყვარულით ერთიანი თქვენთან – მზეონა იბერიელი?

 

რეიკი, კუნდალინი და კუნდალინი რეიკის ენერგეტიკული სამკურნალო სისტემა

რეიკი, კუნდალინი და კუნდალინი რეიკის ენერგეტიკული სამკურნალო სისტემა

        რეიკის ენერგია – კოსმიური ცეცხლია, გამოუვლენელის იდუმალი ძალა, ის სულიერია თავისი საწყისი ბუნებით, ხოლო მატერიალურ სამყაროში ვლინდება, როგორც ელექტრობა.

რეიკი – ელექტრული ცეცხლია. ის არის ენერგია-ცნობიერება, რომელიც ფლობს კოლოსალურ ძალას, ცნობიერებას, სიბრძნეს, სიყვარულს. ის ანვითარებს ჩვენს გონებას, ცნობიერებას და დინამიკაში მოჰყავს ევოლუციური წინსვლა. თავისი ბუნებით ის პოზიტიურია, ღვთიური ენერგია მხოლოდ აღმშენებლობაზეა ორიენტირებული. ის არ შეიძლება იყოს ნეგატივის მატარებელი და შეუძლებელია მისი გამოყენება ადამიანის ან სხვა მატერიის საზიანოდ.  სულის ენერგია აცოცხლებს მატერიას, ამიტომ რეიკი სიცოცხლის ენერგიაა, მისი ნაკადი აღადგენს და მუდმივად განაახლებს მატერიის სიცოცხლეს..

რეიკის ენერგია, როგორც ცნობიერების მატარებელი, თავად ირჩევს უმოკლეს გზას ადამიანის ბიოსისტემის დარღვევის აღმოსაფხვრელად. მკურნალი ანვითარებს თავის ინტუიციას, რათა სრულყოფილად ითანამშრომლოს ენერგიასთან. რეიკი ძალიან ნაზი და რბილი ენერგიაა, ის პირდაპირ ზემოქმედებს ნატიფ გარსებზე, კურნავს ცენტრებს და ახალი ენერგიით ავსებს მათ.

რეიკი კურნავს მიზეზს, ხოლო შემდეგ შედეგებს სხულის სტრუქტურაში. ის ანვითარებს ზემგრძნობელობას, ცნობიერებას, სიყვარულის სიხარულის ნეტარების განცდას. ის სულიერი ცეცხლია, შვიდივე დონეზე ანვითარებს ადამიანის ცნობიერებას. გადაჰყავს ადამიანი უმაღლეს ცენტრბზე ფუნქციონირებაში. სხეულს უნარჩუნებს ჯანმრთელობას და ბუნებრიობას, კარგად ეთანხმება მკურნალობის და განვითარების სხვა მეთოდებს, აძლიერებს მათ და ახალ დონეზე აჰყავს. ანვითარებს ინტუიციას, ჯგუფურ ცნობიერებას, აღადგენს კავშირს სულთან და საწყისთან, ეხმარება გასხივოსნებაში.

      კუნდალინი

კუნდალინი ადამიანის სასიცოცხლო ძალაა. მისი აქტივაცია აფართოებს ჩვენში უნივერსალურ სამოყაროსეულ ცნობიერებას, სიმშვიდეს, მშვიდობას, სინათლეს, სიყვარულს.

ეს ძალა არის თვითგანმკურნავი სხეულისთვის, იწვევს შთაგონებას აღმაფრენას შემოქმედებაში, ნებისმიერ საქმიანობაში;

ზრდის ენერგიას, რომელიც შეგვიძლია მივმართოთ ყველა სფეროს ჰარმონიზაციისათვის, იქნება ეს მატერიალური თუ სულიერი.

კუნდალინი ნელ-ნელა განწმენდს და ავსებს ადამიანის ცენტრებს, იცვლება მისი სამყაროსეული აღქმა, იზრდება შინაგანი ცოდნის დონე, ბალანსდება ემოციური სფერო და ურთიერთობები, ადამიანს ეძლევა საშუალება მოახდინოს რეალიზაცია ნებისმიერ სფეროში.

ამ სასიცოცხლო ძალის აქტივაცია მრავალი მეთოდით შეიძლება, დაწყებული სტრესიდან (ცხოვრებისეული სტრესები, როცა ადამიანი შეუძლებელს აკეთებს), დამთავრებული ღრმა  მედიტაციებით.

დადგა დრო, როცა კუნდალინის უსაფრთხო ნაზი სწრაფი აქტივაცია შესაძლებელი გახდა  ნებისმიერი ადამიანისთვის, მრავალწლიანი პრაქტიკების გარეშე. სამყარომ გაგვიხსნა ენერგეტიკული სისტემა – კუნდალინი რეიკი – ყველაზე მარტივი, იოლი, მსუბუქი, ყველასთვის გამოსადეგი სისტემა თვითგანკურნებისათვის, ცხოვრებისეული ყველა სფეროს ჰარმონიზაციისათვის და განვითარებისათვის.

კუნდალინი რეიკი უნივერსალური სისტემაა ადამიანის ყველა ნატიფი სხეულის დასაბალანსებლად. ინიციაციის შედეგად ის აქტიურდება ნაზად, თანაბრად, თქვენ გრძნობთ თავს უფრო ძლიერად, უფრო ცოცხლად, გარშემო ხედავთ მეტ სილამაზეს, სიყვარულს, მუსიკა ფერებს იძენს, საკვები – „ზეციურ“ არომატებს, შეგრძნებები ძლიერდება, ინტუიცია ბუნებრივი ხდება, გეხსნებათ შინაგანი ცოდნა საკუთარი თავის, სამყაროს შესახებ; უფრო ზუსტად გრძნობთ, რა უნდა გააკეთოთ, საით წახვიდეთ, ხართ სიხარულის, ბედნიერების, სიყვარულის, აღმაფრენის მდგომარეობაში.

კუნდალინი რეიკის ენერგიის მეშვეობით  ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განიკურნოს მაღალ ცნობიერებაში, დაეხმაროს სხვებს განკურნებაში (თანდასწრებითაც და დაუსწრებლადაც, დისტანციურად),

გაწმინდოს ნებისმიერი სივრცე, ჰარმონიზაცია მოახდინოს სახლში, სამსახურში, ურთიერთობებში;

შინაგანი მდგომარეობების ტრანსფორმაცია მოახდინოს და გადაიყვანოს პოზიტივში;

განთავისუფლდეს მავნე ჩვევებისგან და ხასიათის არასასურველი თვისებებისაგან;

განწმინდოს და აავსოს ამ მაღალვიბრაციული ენერგიით წყალი, საკვები, საგნები გახადოს ამ ენერგიის წყაროდ;

განთავისუფლდეს კარმისგან, „ცუდი მოვლენებისგან“ (განწმინდოს, ტრანსფორმაცია მოახდინოს),

დაეხმაროს საყვარელ ცხოველებს და მცენარეებს;

აიმაღლოს შემოქმედებითი პოტენციალი, გახდეს წარმატებული საყვარელ საქმიანობაში;

ეს ენერგია ისე აამაღლებს თქვენს ცნობიერებას, რომ თავად გეცოდინებათ, რა სასიკეთო მიმართულებებით შეგიძლიათ მისი „გამოყენება“.

კუნდალინი რეიკი აძლიერებს ნებისმიერი სახის მკურნალობას (შეგიძლიათ წამლების უარყოფითი ზემოქმედება გაანეიტრალოთ და გააძლიეროთ სასურველი მოქმედება);

გეხმარებათ თვითგანვითარებაში, მედიტაციებში, სხვადასხვა სისტემების პრაქტიკაში (იოგა, ციგუნი და ა.შ.).

მოკლედ, თქვენ ხდებით საკუთარი ცხოვრების შემოქმედი, დაინახავთ საკუთარ ძალას, თუ როგორ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი თავი და თქვენი გარემო სასიკეთოდ, გეცოდინებათ, რომ ეს (რასაც გააკეთებთ) არის სწორი, რომ ამისთვის დაიბადეთ, რათა ეს მიზნები განგეხორციელებინათ. სიყვარულით გისურვებთ წარმატებებს.

ყველა ადამიანს, ვინც შემოვა ჩემთან ურთიერთობაში და გაიზიარებს გზას, ყველას პატივისცემით გიხდით უდიდეს მადლობას, გავსებთ ჩემი გულის უსაზღვრო სიყვარულით. ჩვენ ერთი ვართ სხვადასხვა ფორმაში. სიყვარულით მზეონა იბერიელი.

კურსი კუნდალინი რეიკი2021 http://mzeonaiberieli.ge/kundalini-reiki2021/

ახალი დროის ენერგიები fb.com/mzeonaiberieli/

რა არის ინიციაცია,  http://mzeonaiberieli.ge/initiation/

მედიტაციები და სეანსები youtube-ის არხზე: “სიცოცხლის ელექსირი”. https://www.youtube.com/channel/UCKd_L3EtQ3Ve_u2ulnXsKKw?view_as=subscriber

უპირობო სიყვარულის გავრცელების ჯგუფი    https://www.facebook.com/groups/siyvarulisspero/

© პოსტების ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით. სიყვარულით.

 

სიგნატურული უჯრედით განკურნება

 Signature Cell Healing- ღეროვანი საწყისი უჯრედით განკურნება                        

                                            სამკურნალო მეთოდიკის შესახებ

Signature Cell Healing – ღეროვანი საწყისი უჯრედით განკურნება – მაღალვიბრაციული სამკურნალო მეთოდიკა   დაფუძნებულია უძველესი ცივილიზაციის  – ლემურიის  სიბრძნეზე. ეს არის უჯრედული ცნობიერების გამოღვიძების ევოლუციური ფორმა, რომლისკენაც ადამიანები ათასწლეულების მანძილზე მიისწრაფოდნენ, რათა გაეღვიძებინათ და გამოევლინათ თავის თავში უმაღლესი საწყისი.

სიგნატურული უჯრედი – მთავარი ღეროვანი უჯრედი განთავსებულია  ადამიანის ტვინის გირჩისებრ სხეულში – ეპიფიზში.  მასში ინახება მთელი სხეულისა და ყველა  ორგანოს, ყველა უჯრედის სრულყოფილი ჯანმრთელობის ინფორმაცია. აქ ინახება ასევე ადამიანის სულის საწყისი „გეგმა“ (განსხეულების მისია და ამოცანები) და მათი ასრულების ენერგიები და უნარები.

გირჩისებრი ჯირკვალი არის თქვენი ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის ურთიერთქმედების ცენტრალური წერტილი. ეს არის ყველაფერი იმის ცენტრი, რასაც აკეთებთ და ავლენთ სულიერ და ფიზიკურ პლანებზე. ის შეიცავს ყველა თქვენს პოტენციალს, უნარს, ნიჭს, თქვენს საკუთარ სრულყოფილ არსს.  სიგნატურული უჯრედის გაღვიძება ეხმარება თქვენს ყველა უჯრედს, გაიხსენოს თავისი  სრულყოფილება,  და დაუბრუნდეს თავის ოპტიმალურ ჯანმრთელობას ოთხივე დონეზე: ფიზიკური, ემოციური, გონებრივი და სულიერი!

THE SIGNATURE CELL HEALING  სიგნატურული უჯრედით განკურნება არის უნიკალური ტექნიკა, რომელიც მაღალვიბრაციული ენერგიით ააქტიურებს ამ საწყის ღვთიურ უჯრედს (ეს ტერმინი მედიცინაშიც გამოიყენება) და ახდენს მის გადატანას საჭირო ორგანოებში ან სისტემებში, სადაც იწყებენ გააქტიურებას და გამრავლებას  ამ ორგანოს და სისტემის საკუთარი ღეროვანი უჯრედები –  ისინი შეიცავენ ამ კონკრეტული ორგანოს და სისტემის სრულყოფილი ჯანმრთელობის  ინფორმაციას.

                                                     განკურნების მექანიზმი 

განკურნების არსი მდგომარეობს საწყისი სრულყოფილი სინათლის გააქტიურებაში ადამიანში, და ეფუძნება სამყაროს ერთიანი ვიბრაციული ეთერული ველის არსებობას (“ერთიანი ველი” – მეცნიერებაში), სადაც ადამიანი ყველა თავისი ფიზიკური და ნატიფი სხეულებით წარმოადგენს ამ ერთიანი სინათლის ვიბრაციული ველის ნაწილს;

საწყისი სრულყოფილი ინფორმაციული კოდების მატარებელი სინათლე გამსჭვალავს, როგორც ერთიან ველს, ასევე, ადამიანს მასში.  სწორედ ამ სინათლის ვიბრაციებში ხდება მთავარი ღეროვანი უჯრედის გააქტიურება, და მისით – მთელი სხეულის განკურნება.

განკურნების პროცესში ხდება ადამიანის შეყვანა-გათანაბრება სამყაროს ერთიანი ველის სიყვარულისა და სინათლის უმაღლეს ვიბრაციებში, სადაც დაავადების ვიბრაციული სტრუქტურა  იშლება და განზავდება. ამ დროს დაავადების მაგნიტური წარმონაქმნი გადაიქცევა სინათლის ენერგიად, ბიოფოტონებად, რომელიც თავად არის უკვე  განმკურნავი.

სიგნატურული უჯრედით განკურნება უნივერსალურია და გამოიყენება ნებისმიერი დაავადების განსაკურნებლად.

რა ხდება სეანსის დროს

სიგნატურული უჯრედით განკურნების პროცესი მოიცავს  სხვადსხვა აქტივაციების და თანწყობების მთელ კომპლექსს:

* გირჩისებრი ჯირკვლის (ეპიფიზი) და მთავარი ღეროვანი უჯრედის აქტივაცია;

* T-უჯრედების, თიმუსის, სისხლის მიმოქცევის სისტემის აქტივაცია;

* ძვლის ტვინში ღეროვანი უჯრედების აქტივაცია;

* ლიმფური სისტემის აქტივაცია;

* ტვინის შუა წილის ბალანსი, ცენტრირება, გაფართოება;

* 12 მთავარი ენერგო-მერიდიანის აქტივაცია;

* ღეროვანი უჯრედების გადატანა განსაკურნებელ ორგანოებში და ორგანოთა სისტემებში.

* ენერგეტიკული მერიდიანების თანწყობა;

* ცდომილი ნერვის – ვაგუსის აქტივაცია;

* უმაღლეს მე-სთან (უმაღლეს ცნობიერებასთან) გაერთიანება;

* ენერგიების „დაღუზვა“ (ენერგეტიკული პროცესების მატერიაში სწრაფი გამოვლინებისათვის).

 

            დაავადებები, რომლებიც იკურნება ღეროვანი უჯრედის მეთოდით

მოცემული სამკურნალო მეთოდიკა – ღეროვანი უჯრედით განკურნება – მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანების ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, ცხოვრების ხარისხს. ღეროვანი საწყისი უჯრედით   განკურნების მეთოდი წარმატებით მუშაობს შემდეგ დაავადებებზე:

  • სმენის დაქვეითება;
  • ვესტიბულური თავბრუსხვევა;
  • ყურის ტკივილი;
  • სინუსიტი;
  • სეკრეციის დაგროვება ბრონქების სანათურში;
  • ყურებში შუილი;
  • ზედა სასუნთქი გზების ბლოკირება;
  • ალერგია;
  • გაციებები;
  • გრიპი;
  • სხეულის ბალანსის აღდგენა;
  • იმუნური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება;
  • ძვლის მოტეხილობები;
  • ჭრილობები;
  • სხვადასხვა წარმოშობის სიმსივნეები;
  • ალცჰეიმერი;
  • დემენცია;
  • Წონის დაკლება;
  • შინაგანი ორგანოების განკურნება;
  • დიაბეტი;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სისხლის დაავადებები;
  • კიბო;
  • ხერხემლის თიაქარი;
  • დეპრესია;
  • ეპილეფსია;
  • ფიბრომიალგია;
  • შაკიკი;
  • კატარაქტა;
  • კისტები;
  • აკნე;
  • Რევმატოიდული ართრიტი;
  • ჰიპერტენზია;
  • გადატანილი ინსულტი;
  • და მრავალი სხვა დაავადება.

ეს უნიკალური სამკურნალო მეთოდიკა, რომელიც  ეფუძნება უძველესი ლემურიის ცივილიზაციის სიბრძნეს – მკურნალობის ჰოლისტიკურ მიდგომას, სწრაფი ტემპებით ვითარდება და ვრცელდება.   მსოფლიო მკურნალები ღეროვანით მკურნალობისას განსაცვიფრებელ შედეგებს აღწევენ ყოველდღიურად.

ღვთიური უჯრედით განკურნების მაღალი ეფექტურობა გამოწვეულია იმით, რომ ის მუშაობს შემოქმედის დახმარებით და აქტიურდება შემოქმედის უჯრედი (ან ღვთაებრივი სინათლის საწყისი ნაწილაკი).    ეს მეთოდი საშუალებას აძლევს ადამიანს, განიკურნოს და განკურნოს ყველა დონეზე – ფიზიკური, ემოციური, გონებრივი, სულიერი. დაავადების განკურნება ხდება უჯრედულ დონეზე.  ეს პროცესი სცილდება ხუთი გრძნობის აღქმას,  ხელს უწყობს ადამიანის გამოღვიძებასა და განკურნებას ნატიფ პლანზე – სივრცეში, სადაც აღარ არსებობს  შიში – მთავარი ნეგატიური გრძნობა და ძველი ცნობიერების მდგომარეობა. ღეროვანი უჯრედით მკურნალობისას ხდება ეთერული აალება და სამყაროს საწყის სიყვარულის სიხშირეებზე თანწყობა.  შედეგად იქმნება სივრცე, რომელიც შლის და ანადგურებს  დაავადების ვიბრაციულ სტურქტურას. ამ პროცესის დროს დაავადების მაგნიტური ფორმაცია  განზავდება  სინათლეში, და ხდება განკურნება.

ის, ვინც მკურნალობს  საწყისი ღეროვანი უჯრედით,  ხდება ამ პროცესების და რეალობების  ერთიან სტრუქტურაში გამაერთიანებელი  კომპონენტი.

 

                                რა უნარებსა და ცოდნას შეიძენთ კურსზე

ამ ინტენსიურ ტრენინგზე თქვენ, როგორც სულიერ-ენერგო მკურნალი, განავითარებთ სხვადასხვა უნარებს და მიიღებთ შესაბამის ცოდნას:

  • ღეროვანი უჯრედის გამააქტიურებელი პრანული სუნთქვა;
  • სამობითი წერტილების გამოყენება.
  • ფოტონების ენერგიის როლი განკურნებაში;
  • სიცოცხლისუნარიანობისა და ახალგაზრდობის ქრომოსომის “გამოღვიძება”.
  • მეექვსე გრძნობის განვითარება.
  • უჯრედულ ცნობიერებასთან მუშაობა.
  • ცნობიერი შემოქმედების ათი პრინციპი.
  • ლემურიული ნუმეროლოგიის გამოყენება.
  • დნმ-ის აქტივაცია.
  • ღეროვანი უჯრედების პროგრამირება.
  • მეოთხე განზომილებისთვის მომზადება.

ტრენინგის დროს თქვენ:

  • ისწავლით, როგორ გამოიყენოთ პრანას ენერგიის ძალა და ნებელობა-განზრახვა ოთხივე სხეულის (ფიზიკური, ემოციური, გონებრივი და სულიერი) განკურნებისათვის.
  • ისწავლით მუშაობას პრანულ სუნთქვასთან, ფოტონის ენერგიასთან, სინათლის ოქროს ნაწილაკებთან, სამების წერტილებთან, ღეროვან უჯრედებთან;

შეისწავლით რამდენიმე უნიკალურ მეთოდს სხვადასხვა კონკრეტული დაავადების განსაკურნებლად.

  • დამატებით მიიღებთ სამედიცინო ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ, ნაყოფიერად იმუშაოთ, როგორც ეთერულ, ასევე ფიზიკურ პლანზე.

კურსის შესახებ 

ღეროვანი უჯრედით განკურნების კურსი არის ინტერაქტიური, ცოცხალი ყოველდღიური ურთიერთობით, მრავალფეროვანი სასწავლო მასალებით, ტარდება ონლაინ და ცოცხალი შეხვედრები პრაქტიკებისათვის.

ამ კურსის გავლა შეუძლიათ ზეციური ელექსირის ოსტატებს, ვინც უკვე ფლობს ენერგიებთან მუშაობის უნარებს და ატარებს  უმთავრეს განმკურნავ ენერგიას – უპირობო სიყვარულის ცნობიერებას; ვინც აღსავსეა ადამიანების დახმარების სურვილით; ღეროვანი უჯრედის სეანსებით ადამიანი გადადის ახალ ცნობიერებაში, და ხდება ახალი ერის ადამიანი.

კურსის “სიგნატურული უჯრედით განკურნება” ენერგო-ბალანსი არის 999 ლარი.   

(ენერგო-ბალანსი სხვა ქვეყნებში 5-6000 ლარია 2-5 დღიანი სწავლებისათვის; ხოლო  სეანსის ენერგო-ბალანსი 100 ევროდან იწყება – ამას გაცნობთ უბრალოდ სამკურნალო მეთოდის მასშტაბურობის წარმოსადგენად)).

კურსი დაიწყება 2023 წლის 7 ნოემბერს. კურსის ხანგრძლივობა 5-7 კვირა.

ეს იქნება უნიკალური 7 კვირა, როდესაც ჩვენ, უკვე მკურნალები, გავაერთიანებთ გულების ენერგიებს და შემოვიტანთ ქართულ სივრცეში კიდევ ერთ უნიკალურ მომავლის რეალობას – სინათლით კურნების მეთოდს, ვიბრაციული (კვანტური) მედიცინის განვითარებისათვის.

სიგნატურული უჯრედით განკურნების ტრენინგი ისევე ხშირად ჩატარდება, როგორც ზეციური ელექსირის კურსები. და თქვენ გექნებათ საშუალება, ნებისმიერ დროს შემოუერთდეთ.

სიყვარულით გელით უნიკალურ ტრენინგზე, კაცობრიობის ევოლუციის ცოცხალ პროცესში აქტიური ჩართულობისათვის.

სიყვარულით გულიდან გულში მზეონა იბერიელი.

ახალი ერის სამკურნალო ენერგიების ოსტატი  და სიყვარულის მზის სხივი)

სულიერი განვითარების აკადემია “ჰარმონიის ერა”

 

ოქროს დნმ რეიკი

სამკურნალო ენერგო-სისტემა   “ოქროს    დნმ რეიკი” 

ფუძემდებელი სტეფანი ბრეილი                                         ეს სისტემა ემსახურება ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ადამიანის დნმ-ში დარღვევების გამოსწორებას (ფიზიკურ სხეულში და სულიერ-ენერგეტიკულ სხეულში).

ეს ენერგია განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ქრონიკულ ან დეგენერაციულ დაავადებებზე, როგორიცაა, მაგალითად, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ფიბრომიალგია, გაფანტული სკლეროზი და ა.შ.

დნმ რეიკი ასევე წარმატებით გამოიყენება ნებისმიერი სხვა დაავადების სამკურნალოდ, მისი საშუალებით თქვენ ანიჭებთ ორგანიზმს სიჯანსაღეს და კეთილდღეობას.

დნმ რეიკის ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ენერგო-მკურნალობაში, რადგანაც ქრონიკული და დეგენერაციული დაავადებები (რომელთაც სხვა სამკურნალო სისტემები ძნელად თუ შველის) შესაძლოა გამოწვეული იყოს დარღვევებით ადამიანის სინათლის სხეულში, „სულიერ-ენერგეტიკულ“ დნმ-ში.  ეს დარღვევები ფიზიკურ სხეულში ვლინდება დაავადებების სახით, განსაკუთრებით, თუ მათ ემოციური ტრავმებიც ემატება.

დაავადებას იწვევს ასევე ადამიანის ენერგეტიკული სისტემის დაბინძურება, მასზე ნეგატიური ენერგეტიკული ზემოქმედება, სასიცოცხლო ენერგიის დაკარგვა ფსიქო-ვამპირებთან ურთიერთობისას და სხვ.

ასეთ შემთხვევებში დნმ რეიკი აღადგენს ორგანიზმის მთლიანობას, უბრუნებს მას სინათლეს, სასიცოცხლო ენერგიას და აჯანსაღებს მას.

დნმ რეიკი შესაძლოა იყოს გამოყენებული ცალკე;      ასევე, ის საოცრად კარგად შეეწყობა სხვა სამკურნალო ენერგიებს.

როდესაც დნმ რეიკი კეთდება კუნდალინი რეიკის სეანსებთან ერთად, ან სხვა სამკურნალო ენერგო-სისტემასთან ერთად, ის აძლიერებს ზემოქმედებას და განკურნების ძალას.

ფსიქიური დაცვა              

                                                                                                     

ადამიანები, ვინც ენერგიის ნაკლებობას უჩივიან, საჭიროებენ ფსიქიურ, ენერგეტიკულ დაცვას, რათა მათი ორგანიზმიდან არ ხდებოდეს  სასიცოცხლო ძალების „არასანქცირებული“ გადინება. ოქროს დნმ რეიკი არის შესანიშნავი საშუალება ჩვენი ენერგო-მთლიანობის დაცვისათვის, დარღვეული აურის აღდგენისათვის, შინაგანი ძალისა და სასიცოცხლო ენერგიის დაგროვებისათვის.

ოქროს დნმ რეიკის ენერგიაში გადაიცემა ინიციაცია და სეანსების გადაცემის ინსტრუქციები.

ენერგო-ბალანსი 80 ლარი.

კონტაქტი www.facebook.com/mzeonaiberieli999

კვანტური მკურნალობის ცენტრი https://www.facebook.com/groups/eleqsiri999

სულიერ-ენერგეტიკული განმკურნავი და ცნობიერების ასამაღლებელი მასალები – მედიტაციები, სეანსები:   https://www.youtube.com/c/elixiroflife999/videos

სულიერ-ენერგეტიკული პრაქტიკების სკოლა “სიცოცხლის ელექსირი”    mzeonaiberieli.ge

სხვა ენერგო-სისტემები:

http://mzeonaiberieli.ge/energiebi/

 

დაცული: ფონდი “ჰარმონია999”

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

როგორ მივიღოთ სეანსი

                 როგორ მივიღოთ სეანსი სრულყოფილად.

                                    სეანსების შედეგები.

საყვარელო სულებო, როდესაც სულიერი მკურნალი (ზეციური ელექსირის ოსტატი) გიგზავნით ენერგო-სეანსს, თქვენ მთელი არსით უნდა აცნობიერებდეთ ამ მოქმედების და პროცესის მნიშვნელობას, და უნდა იყოთ მადლიერნი  სამყაროს მიმართ, და მათ მიმართ, ვინც გაიღებს თავის სულიერ ძალას, და გაატარებს თავის სხეულსა და ცნობიერებაში მაღალვიბრაციულ ნაკადს თქვენი კეთილდღეობისათვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი განკურნებისათვის, ცნობიერების ამაღლებისათვის.

იმისათვის, რომ ოსტატმა გადასცეს სრულყოფილი სეანსი, ის გამუდმებით მუშაობს თავის სხეულზე, ცნობიერებაზე, ენერგეტიკაზე; ხოლო სეანსის დროს ეზიარება თქვენი არსების ყველა მხარეს  –  კარგსაც და ცუდსაც, და თავისი ენერგეტიკული მგრძნობიარე სხეულით  აკეთებს სასიკეთო ტრანსფორმაციას.

იმისათვის, რომ თქვენმა სხეულმა და ცნობიერებამ სრულყოფილად მიიღოს თქვენთვის სიყვარულით გადმოცემული ენერგო-სეანსები, საჭიროა თქვენი გაცნობიერებული ჩართულობა ამ პროცესში.  იმისათვის, რომ მოხდეს გადმოცემული ენერგიის სრულად მიღება, რომ სეანსებს ჰქონდეს ეფექტი, ძლიერი შედეგი, და გამოიღოს ლამაზი ნაყოფი, თქვენ პასუხისმგებლობით ასრულებთ სეანსების მიღებას,  მადლიერებით (სამყაროსა და გადმომცემი ადამიანის მიმართ)  და უპირობო სიყვარულით სავსე გულით.

ქვემოთ მოცემული ‘რეკომენდაციები” შეასრულეთ შეძლებისდაგვარად, რის საშუალებასაც მოგცემთ თქვენი ცხოვრების სტილი.

სეანსების მისაღებად აუცილებელია მშვიდი გარემო, გამორთული კომუნიკაციები, საკვებისგან დაუმძიმებელი სხეული. ამ დღეს სასურველია არ მიიღოთ ალკოჰოლი, სასურველია მცენარეული კვება.  თუ შედეგის მაქსიმუმი გინდათ მიიღოთ, მაშინ კარგი იქნება წყლით განწმენდა (წყლის გადავლება, ან ხელების, ფეხების, სახის დაბანა). ასევე, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, გააკეთეთ ის, რაც შეგიყვანთ მშვიდ მდგომარეობაში – შეიძლება ეს იყოს სანთლის ანთება, საკმეველი, სურნელოვანი ჩხირები…

ტანისამოსი შეიხსენით, რათა სხეულმა იგრძნოს მოდუნება და განთავისუფლება. თუ გექნებათ  რაიმე ცალკე ტანისამოსი სამკურნალო სეანსებისთვის (თეთრი ფერი თავისთავადაც განმკურნავად მოქმედებს), კარგი იქნება, რადგანაც დააგროვებს ენერგიას და დაგეხმარებათ მომავალში. თუმცა არაა აუცილებელი.

უნდა იყოთ  ჰარმონიულად განწყობილი.

ისე მოამზადეთ გარემო, რომ 30 წუთის  მანძილზე არავინ და არაფერმა დაგირღვიოთ სიმშვიდე.

კომფორტულად დაჯექით, სწორი ხერხემლით. ან დაწექით. თუ ჩაგეძინათ სეანსის მიღების დროს, ეს ბუნებრივია და ღრმა რელაქსაციაზე მიუთითებს. ასევე  ბუნებრივია სხვადასხვა შეგრძნებები სხეულში, თუმცა მათ არ უნდა მიაქციოთ ყურადღება და მხოლოდ მოდუნებას და გახსნილობას უნდა გრძნობდეთ.

შედით მედიტაციურ მდგომარეობაში, ანუ დაწყნარდით, სხეული მთლიანად მოადუნეთ,  ყურადღება შიგნით შეიტანეთ, სუნთქვა შეანელეთ, გულის ცენტრში დაიწყეთ სუნთქვა, სანამ არ იგრძნობთ მის გაფართოებას და სიყვარულის მდგომარეობას.

გულში გამოხატეთ ნებელობა:  “მე გამოვხატავ ჩემს წმინდა ნებელობას   ზეციური ელექსირის ენერგიაში სეანსის  მისაღებად, სიყვარულით და მადლიერებით. მადლობელი ვარ.“

ამ დროს თქვენ შეგიძლიათ მოუხმოთ თქვენს საყვარელ მკურნალ და მფარველ ანგელოზებს, წმინდანებს,  ღვთიურ ნათელ ძალებს, რომ იმონაწილეონ მაკურნებელ სეანსში.

ასეთი მომზადების შედეგად, თქვენთვის გადმოცემული ენერგია ლაზერივით ზუსტად, გამიზნულად შემოედინება თქვენს არსებაში და მოახდენს თავის სასწაულ განმკურნავ მოქმედებას ყველა დონეზე – ნატიფზე და ფიზიკურზე.

სეანსის დროს  იჯექით ან იწექით მშვიდად.  ყურადღება გქონდეთ შიგნით, არაფერს არ ელოდოთ (რაიმეს მოლოდინი წარიტაცებს ყურადღებას და აგაცდენთ რეალურ აღქმებს) .  შეიძლება იგრძნოთ ენერგიის დინება, გათბობა-გახურება, ან პირიქით სიცივე, მცირე ჩხვლეტები, ჟრუანტელი, ეს ყველაფერი ენერგიის გამოვლინებებია და სხეულისა და ენერგო-ცენტრების, ენერგო-არხების  განწმენდას ემსახურება. შესაძლოა არ იგრძნოთ არაფერი. მაგრამ  ამ პროცესის დროს მთავარი არის რწმენა, რომ თქვენ იღებთ რეიკის წმინდა ენერგიას, უმაღლესი სულიერი ძალების მეშვეობით, და გული უნდა იყოს სავსე ნდობით, სიყვარულით და მადლიერებით.

სეანსის შემდეგ შეგიძლიათ იჯდეთ ან იწვეთ იმდენი ხანი, რამდენ ხანსაც  გსიამოვნებთ. როცა იგრძნობთ, რომ პროცესი დასრულდა (ამას იგრძნობთ  ინტუიციურად, თითქოს რაღაცა აივსო, თითქოს დამთავრდა რაღაცა), ღრმად ჩაისუნთქეთ,  მშვიდად ამოისუნთქეთ და თვალები გაახილეთ.

გადაუხადეთ მადლობა თავად  ზეციურ ელექსირს (ის ცნობიერი ენერგიაა), სეანსის გამომგზავნ ოსტატებს,  და ყველას, ვის მიმართაც შეიგრძნობთ იმ წუთას მადლიერებას.  მადლიერება ენერგიის მიმართ და სულიერი მკურნალების  მიმართ რამდენჯერმე  აძლიერებს სეანსის ძალას და ეფექტს.

სეანსების შედეგები ვლინდება არა უბრალოდ იმ მომენტში, როდესაც მიიღეთ ენერგია, არამედ მისი მოქმედება  გრძელდება რამდენიმე დღის მანძილზე; რეიკის მოქმედება  ნატიფი პლანებიდან გამოვლინდება ფიზიკურ პლანზე, როგორც ჯანმრთელობა, ცხოვრებაში გამართლება, ურთიერთობების ჰარმონიზაცია, შემოქმედებითი აღმაფრენა, ენერგიის მომატება, ბედნიერების გრძნობის განცდა, სიყვარულის გაძლიერება, წარმატება საქმიანობაში და ა.შ.

სეანსები უნდა მიიღოთ კვირაში რამდენჯერმე, მისი შედეგები არის ინდივიდუალური, ადამიანის გახსნილი გულისა და ცნობიერების შესაბამისად. რადგანაც ზეციური ელექსირის ენერგია მოქმედებს სულიერ-ენერგეტიკულ სხეულებზე, და იქედან ვლინდება ფიზიკურზე, ამიტომ ადამიანის სულიერ სიწმინდეზე (სიყვარულისა და პატიების განვითარებულ უნარებზე) არის დამოკიდებული ის, რამდენად სწრაფად და სრულად შეითვისებს ის ენერგიას.

გისურვებთ უდიდეს წარმატებებს, სიყვარულით  სულიერ-ენერგო მკურნალთა ჯგუფი „ჰარმონია“.

სეანსის მიღება შეგიძლიათ სიჩუმეში, ან ნაზ მუსიკაზე, ან რომელიმე ამ ჩანაწერის მოსმენით (არაა აუცილებელი, არის თქვენი სურვილით):

  1. სიცოცხლის სეანსი საყვარელი სულებისათვის https://youtu.be/x4nRCldIP6U
  2. საყოველთაო სეანსი: https://youtu.be/MaskK6jQiyw
  3. ოქროს ზეციური ელექსირის სამკურნალო სეანსი https://youtu.be/epmzJHMPe5k
  4. სამკურნალო სეანსები: https://youtube.com/playlist?list=PL_T1b7KvAxaM89mNFnrlhUGtkMQawgBqb
  5. ზ.ე. სეანსის მიღება https://youtu.be/ffkHxA9CQ24

ამ ვიდეოში მოცემულია დაავადებისა და მკურნალობის არსი, რასაც გავდივართ მკურნალთა კურსებზე,  თუმცა  ნებისმიერი ადამიანისათვის იქნება უაღრესად საინტერესო:

დაავადებისა და მკურნალობის არსი.  https://youtu.be/UubYgSle-bU

ამ ლინკებით თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ზეციური ელექსირის არსს, და მისი მოქმედების მექანიზმებს.

🧡რა არის რეიკი

http://mzeonaiberieli.ge/ra-aris-reiki

🧡რეიკი, კუნდალინი და კუნდალინი რეიკის ენერგეტიკული სამკურნალო სისტემა

http://mzeonaiberieli.ge/kundalini-reiki

🧡სამყაროს ენერგიები: სხვადასხვა სახის რეიკი; ახალი დროის ენერგიები; სხვა ენერგო-სისტემები.     http://mzeonaiberieli.ge/samyaros-energiebi

🧡ინიციაციებისა და სეანსების დისტანციური მოქმედება

http://mzeonaiberieli.ge/distance-transmission/

🧡სამყაროს ენერგიები, ენერგიებთან მუშაობა და ღმერთი

https://www.facebook.com/mzeonaiberieli/posts/768878683546372?__tn__=-R

https://youtu.be/zhDYUGGZMJg

გისურვებთ ფიზიკურ და სულიერ სიმრთელეს – ჯანმრთელობას!

მადლიერებისა და ენერგო-ბალანსის ანგარიშები:

  • საქართველოს ბანკის ანგარიში
    GE08BG0000000538756999   მ. სუხიაშვილი
  • ნებისმიერი ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილით. მიმღების მონაცემები: MAIA SUKHIASHVILI. TBILISI. GEORGIA

 

ენერგო-ბალანსი

რა არის ენერგო-ბალანსი 

ახალი დროის ენერგიები  მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით -ჯანმრთელობა, ბარაქა, სიყვარული, გვარის გაწმენდა, გაახალგაზრდავება, შემოქმედება, წარმატება, სულიერი განვითარება და სხვ.  მათ აქვთ თავიანთი სახელები, ფუძემდებლები (ვინც მიიღო ნატიფი პლანებიდან), საჭიროებენ ინიციაციას ოსტატისგან (ვინც უკვე დაუფლებულია ამ ენერგიას) – თითოეული ენერგია საჭიროებს  თავის კონკრეტულ ინიციაციას. ინიციაციის მიღება და ენერგიაში მუშაობის შესწავლა მოითხოვს ენერგო-ბალანსს ოსტატსა და მიმღებს შორის, რაც  შეიძლება გამოიხატოს  მატერიალურ  ძღვენში ოსტატის მიმართ. ის თავის მხრივ გასცემს თავის სულიერ ენერგიას მოსწავლეზე, თავის თავში გაატარებს უმაღლესი სულიერი ძალების ენერგიებს, რათა გადაეცეს ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეს. ოსტატი ასევე ზრუნავს მოსწავლეზე ხანგრძლივი დროის მანძილზე, მუშაობს მის ნატიფ სხეულებზე, წმენდს და მუხტავს მათ მაღალვიბრაციული ენერგიებით, სანამ ის არ გახდება დამოუკიდებელი შემოქმედი მოცემულ ენერგიაში. 

ენერგო-ბალანსის საშუალებები:

1.საქართველოს ბანკის   ანგარიში GE25BG0000000143300400                                 ირმა ხარაზიშვილი.     

2. ნებისმიერი ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილით.მიმღების მონაცემები: IRMA KHARAZISHVILI. 

თანხის  გაგზავნამდე შედი გულში, სიყვარულისა და მადლიერების ენერგიებში, და იფიქრე ასე: მე გავცემ ამ ფულს სიყვარულით და მადლიერებით! დაე გაავრცელოს ამ ფულმა სიყვარული და ბარაქა ყველასთვის!   დაე ეს კურსი იყოს  ჩემი ახალი ბედნიერი გაცნობიერებული ცხოვრების დასაწყისი, სულის გამოღვიძებისა და ცნობიერების ძალის აქტიური გამოვლინების ეტაპის დასაწყისი! მადლობელი ვარ! 

საყვარელო სულებო, მადლობელი ვარ ურთიერთობისათვის, სიყვარულის გავრცელების ხელშეწყობისათვის, ღვთიური ბარაქის ანგელოზი გინათებდეთ გზას თქვენ და ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც გულისმიერი ურთიერთობა გექნებათ. ჩვენ ერთნი ვართ. გისურვებთ წარმატებებს. სიყვარულით მზეონა იბერიელი. 

        ენერგო-კრისტალი “რუნა”.  ატარებს  ბარაქის ენერგიას.   

                                           

 

სამყაროს ბუნება არის ბარაქა, შენი ნამდვილი ბუნება არის ბარაქა ყველაფერში, ყველა სფეროში. წარმოიდგინე კრისტალი “რუნა”, როგორ მოედინება შენსკენ მისი ნაკადი და გავსებს მთლიანად. გააგზავნე ხშირად ის შენგან სამყაროში, რათა აივსო თავად. რუნა ამრავლებს ნებისმიერ ენერგიას, ამიტომ მისი გამოსახულება ჩადევი  მხოლოდ ისეთ საფულეში, სადაც ფული არის უკვე, ან დაადე ბარათს, ოღონდ არა აღებულ კრედიტს.

 

სინათლის სხეულის სიმპტომები და მათი განკურნება

ახალი სინათლის სხეულის სიმპტომები და მათი განკურნება.
სისუსტე დეპრესია უძრაობა ზეაღგზნებულობა წნევა და სხვ.
საყვარელო სულებო, ჩვენ ყველანი განვიცდით ცნობიერების ამაღლების პროცესს, ევოლუციურად ახალ ენერგიებში შევიდა დედამიწა და კაცობრიობაც. არაა ადვილი ეს პერიოდი ყველასთვის, უდიდესი ძვრებია, რყევები და ნგრევა-განახლების დიადი პროცესები ყველა დონეზე, დაწყებული ჩვენი ფიზიკური სხეულიდან, მისი უჯრედებიდან, გენებიდან, მთელი ჩვენი ცხოვრების ჩათვლით, მთელი დედამიწის ჩათვლით, და მის მიღმა კიდევ, საიდანაც მოედინება ეს ახალი კოსმიური ენერგიები. ამ პროცესს ეძღვნება უამრავი ვიდეო სიცოცხლის ელექსირის youtube  არხზე, თქვენს დასახმარებლად, გასაცნობიერებლად და თქვენს ახალ ბედნიერ არსებობაში გადასასვლელად.
ამ ვიდეოში გაჟღერებული სულიერი გზავნილი, მიღებული ერთ-ერთი ნათელი სულის მიერ, სინათლის მსახურის მიერ,  ავარჩიე გულით თქვენთვის გასაზიარებლად,  მან კიდევ უფრო სხვა შინაარსი და დატვირთვა შეიძინა ამ დროს, გაზიარებისას, დაიმუხტა ზეციური ელექსირით- უმაღლესი ღვთიური ენერგიით, ვიბრაციებით, სიხშირით,  გახდა ძლიერი სამკურნალო, დამაბალსებელი საშუალება და ინსტრუმენტი თქვენთვის, ვინც მძიმედ შეიგრძნობთ და  განიცდით ამ ტრანსფორმაციულ პროცესს.
ძალიან გთხოვთ, რომ ენერგო-ინფორმაციას არ მოუსმინოთ გონებით, ლოგიკურად, არამედ მიიღეთ მხოლოდ გულით ის ვიბრაციები, ის არსი, რაც ჟღერს და  ვიბრირებს სიტყვებს მიღმა, რადგანაც შეუძლებელია ამ პროცესის სიტყვებით გადმოცემა, შეუძლებელია მისი აღწერა, და მისი მხოლოდ გრძნობა და გაცნობიერებაა შესაძლებელი.
ტექსტის მოსმენისას იყავით მშვიდად, ჰარმონიულად, ბალანსში, ამ დროს თქვენთან  კავშირს ამყარებს  თქვენი სული, ზეცნობიერი, იგრძენით მასთან შეხება. მიმართეთ მას,  მიმართეთ თქვენს სულს, გულს, რომ მოგცეთ მინიშნებები და გრძნობები, გაგიხსნათ ინტუიცია და ცოდნა იმის შესახებ, თუ რა გჭირდებათ პირადად თქვენ ამ მომენტში, ბალანისასთვის და ახალი ენერგიების ჰარმონიულად ათვისებისათვის. თქვენი სულის მასწავლებლები, ანგელოზები მოგცემენ სტიმულებს და შთაგონებებს, რა და როგორ ჯობია პირადად თქვენთვის. ამას თქვენ იგრძნობთ გრძნობებში.
ასევე ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში მოცემულია  ყველა საჭირო პრაქტიკა, რაზეც იქნება საუბარი.
კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ სათქმელი შეიგრძნოთ სიტყვებს მიღმა,  მთელი სხეულით, რადგანაც სულიერ-ენერგეტიკული პროცესების ახსნა და აღწერა სიტყვებში წარმოადგენს მხოლოდ მინიშნებას, მხოლოდ რუქას.
სიყვარულის სულის ხმა ჰარმონიიდან.
სულიერი გზავნილები ნატიფი პლანებიდან.
ნაწილი პირველი.
შენი ახალი კრისტალური სინათლის სხეული
ეს ინფორმაცია გადმოცემულია და გეძლევათ  იმისათვის, რომ უკეთ გააცნობიეროთ,  თუ როგორ ფუნქციონირებს ადამიანში მრავალგანზომილებიანი კრისტალური სინათლის სხეული, რომელიც  აქტიურდება კაცობრიობის ევოლუციის ამ ეტაპზე.  გადმოცემული ცოდნის  საფუძველზე თქვენ უნდა შეძლოთ, გამოავლინოთ და  შეინარჩუნოთ ბალანსი და ჰარმონია ენერგიასა და ფორმას შორის, სულსა და სხეულს შორის, რაც არის ახლა, ჩვენი განვითარების ამ ეტაპზე,  ასე აუცილებელი და გადამწყვეტი. ამ ენერგო-ინფორმაციულ ვიდეოში, პირველ ნაწილში,   ჩვენ განვიხილავთ სულიერ-ენდოკრინულ სისტემას, ანუ ჰორმონალურ ჯირკვლებს, რომლებიც არსობრივად უკვე მეოთხე განზომილების ორგანოებია, და განვიხილავთ  მათ როლს სხეულში ენერგიების დაბალანსების პროცესში.
მეორე ნაწილში განვიხილავთ ემოციურ-ენერგეტიკულ  დაბალანსებას და ფიზიკური სხეულის დამიწების აუცილებლობას.
ბევრმა თქვენგანმა შეამჩნია, რომ ხშირად დაძაბულად და მთელი ძალისხმევით ცდილობთ შეინარჩუნოთ ბალანსი და დაეუფლოთ საკუთარ ენერგიას, რომელიც ირყევა ორ უკიდურესობას შორის – მაღალენერგეტიკული მდგომარეობიდან სრული დაღლილობის, უენერგიობის,  გამოფიტვის უკიდურეს ხარისხამდე.  ასევე, შესაძლოა თქვენ ყოველთვის სუსტად გრძნობთ თავს,  ანდა ინერტულად, როცა  არ შეგიძლიათ ფიზიკური სამუშაოს შესრულება ადრინდელი მონდომებით.   შეიძლება დამთრგუნავად აღიქვამდეთ სიცოცხლისა და არსებობისათვის საჭირო შრომას და მოქმედებებს.
საქმე იმაშია, რომ სამგანზომილებიანი ადამიანური არსების ძველ მოდელში,  შვიდჩაკრიან სისტემაში,  ფუნქციონირებდა და აქტიური იყო ძირითადად ქვედა ჩაკრები. ახალი ენერგია ახალი ცნობიერების ადამიანში ააქტიურებს  ზედა ჩაკრების ენერგეტიკულ სისტემას, რომელშიც ენერგიები უნდა იყოს წმინდა და მოქმედი.   ზედა ჩაკრების მაღალვიბრაციული ენერგიები ფიზიკურ სხეულის გავლით  გადმოეცემა ახალ ამაღლებულ არსებას ადამიანში, მის სინათლის სხეულს, რომელიც აქტიურდება დედამიწის ევოლუციის ამ ეტაპზე.  ეს ნიშნავს, რომ ენერგიის კოლოსალური რაოდენობა ახლა მოედინება თქვენი ბიოენერგეტიკული სისტემის გავლით, და შეედინება ახალი დედამიწის  ახალ ამაღლებულ არსებაში – სინათლის სხეულის ადამიანში, კრისტალურ ადამიანში.
თუ ადამიანში არაა გაცნობიერებულად გააქტიურებული ზედა  ჩაკრული სისტემა,  ანუ თუ მისი ცნობიერება არაა ამაღლებული სულის  ვიბრაციებში საკმარისად, მაშინ ის შეიგრძნობს  ახალი განზომილების მაღალსიხშირიანი ენერგიების ძლიერ დაწოლას. მისთვის  ეს აღიქმება, როგორც დაძაბულობა, რომელიც საჭიროებს დაბალანსებას. გარე ენერგია შეიგრძნობა, როგორც ძალიან სწრაფად მომდინარე რაღაც დინება, და ადამიანები ხდებიან დაძაბული, თითქოს თავი ხელში ვერ აჰყავთ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ მდგომარეობიდან გამოსავალს საკუთარი დასწრაფება კი არ წარმოადგენს, თითქოს უნდა დაეწიო რამეს, არამედ პირიქით, საჭიროა სრული ფიზიკური შეჩერება, იმისათვის, რომ შიდა ენერგიებმა თავისუფლად გაზარდონ სიხშირე და გარე ენერგიებს  შეუთანხმდენენ. რაც უფრო მაღალია შიდა ვიბრაციების სიხშირე, მით უფრო მშვიდი ხდება ადამიანი, და იზრდება მისი უნარი,  რომ გაეხსნას გარე მაღალვიბრაციულ კოსმიურ მდგომარეობებს.
ასეთნაირად, იმისათვის, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და კეთილდღეობის მდგომარეობა, აუცილებელია, რომ მან ბალანსში და ჰარმონიაში  ამყოფოს  თავისი ბიოენერგეტიკული სისტემა. სხვა შემთხვევაში ახალი ენერგია იძლევა დარტყმებს და ჩნდება  ფიზიკური და ემოციური პრობლემები, შინაგანი დისკომფორტი. მთელი თქვენი სისტემის ბალანსი და ჰარმონიის შენარჩუნება შესაძლებელია მაშინვე, როგორც კი შეისწავლით, და გააცნობიერებთ თქვენი სულიერი ენდოკრინული სისტემის ბიოენერგეტიკას.
სულიერი ენდოკრინული სისტემა
ეს არის უმაღლესი ვიბრაციული კარიბჭე  ფიზიკურ-მატერიალურ სხეულსა და ენერგიის, სინათლის სფეროებს შორის. სწორედ ჰორმონალური სისტემის მეშვეობით, ჯირკვლების მეშვეობით, შემოედინება უმაღლესი სინათლე ნატიფი ენერგეტიკული სხეულებიდან უშუალოდ ფიზიკურ სხეულში.  აქ გარდაიქმნება სინათლე,  ასე ვთქვათ,  ქიმიურ სიგნალებში, რომლებიც შეედინება სისხლში, როგორც ჰორმონები. სწორედ ჰორმონები არეგულირებენ  ენერგიის გადანაწილებას ფიზიკური სხეულის ფუნქციონირებისას.
იმ შემთხვევაში,  თუ ენდოკრინული სისტემა ზეაღგზნებულია, ძლიერადაა სტიმულირებული, ეს ბადებს სხეულში ენერგეტიკული ტალღებს და არამდგრადობას. სწორედ ამას განიცდის და შეიგრძნობს ადამიანი ახლა, და ეს იქნება მანამ, სანამ თქვენ შეეჩვევით და შეეგუებით ახალ სხეულს და ახალ ენერგეტიკულ დინებებს.
პირველი მთავარი ენდოკრინული ჯირკვალი არის  გირჩისებრი სხეული, ეპიფიზი, რომელიც თავის ტვინის ცენტრშია მოთავსებული. მაღალი განზომილებების სინათლე, რომელიც გალაქტიკის ცენტრიდან პულსირებს, ფიზიკურ სხეულში შემოედინება გირჩისებრი სხეულის გავლით. ეს პატარა ჯირკვალი თავში – არის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე მაღალვიბრაციული სინათლის მისაღებად. ამაღლებული ცნობიერების  ადამიანში, სინათლის ადამიანში, კრისტალურ ადამიანში ეს ჯირკვალი სრულად აქტიურია და ყოველთვის ფუნქციონირებს. ძველი ენერგიის ადამიანი ამ ჯირკვალს მხოლოდ მედიტაციების დროს გამოიყენებდა. ადამიანი მედიტაციაში უნდა ამაღლებულიყო, რომ შეხვედროდა უფრო მაღალვიბრაციულ არსებს – მასწავლებლებს, ანგელოზებს, უმაღლეს მე-ს, მერე კი ისევ დაბლა დაბრუნებულიყო.
სრულად აქტივიზირებული სინათლის სხეულის ადამიანი კი  ცხოვრობს  მუდამ გააქტიურებული კარიბჭით, როგორც ღრმა მედიტაციაში, მისი ტვინი  თეტა ან დელტა ტალღებს ასხივებს, რომლებიც  ჩვეულებრივ ადამიანში ძილის წინ ან გამოღვიძებისას, ანუ ძილ-ღვიძილის მდგომარეობაში აქტიურდება.
ეს ახალი ვიბრაციები ახლა ყველა ადამიანის სხეულამდე აღწევს, მთელი დედამიწის ენერგეტიკა განიცდის ამაღლებას, და ამიტომაა, რომ ამდენი ადამიანი გრძნობს თავს დეზორიენტირებულად, გაურკვევლად, და ხანდახან გარინდებულად, გაჩერებულად.  ისინი ცდილობენ შინაგანად, ცნობიერების ძალიან ღრმა დონეებზე, შეეჩვიონ  ამ ახალ ენერგიებს, რათა ამ ახალ ვიბრაციებში, საბოლოოდ,  თავი იგრძნონ ბუნებრივად და ჩვეულებრივად. ამას ემსახურება ადამიანის ცხოვრებაში  უძრაობის, გარინდების, გაყუჩების ხანგრძლივი პერიოდები.
ჩვენი დროის მთავარი ამოცანაა, რომ ადამიანმა იცხოვროს ამ საკმარისად ამაღლებულ ცნობიერებაში, და ამავე დროს იყოს საკმარისად დამიწებული მიწიერ მატერიალურ ენერგიებში. ეს არის მიწიერი ცხოვრება ღვთიურ ცნობიერებაში, გაცნობიერებული გაღვიძებული სულის ცხოვრება ფიზიკურ სხეულში.
როდესაც ადამიანში აქტიურდება სინათლის სხეული,  მისი  ტვინი იწყებს თეტა სიხშირეების გამოსხივებას, ეს ასევე არის სასწაულების გამოვლინების სიხშირე, უფრო სწორად ისეთი მოვლენების, რაც ძველ განზომილებაში სასწაულად აღიქმება. თეტა მდგომარეობის დროს ადამიანში იბადება სტიმულები და ნებელობა, ენერგიები თვითგანკურნებისათვის, რეალობის შემოქმედებისათვის, სასურველი მოვლენების  გამოსავლენად. ამ დროს ბევრი გრძნობს გირჩისებრ ჯირკვალში ძლიერ ტალღებს. ამ ჯირკვალს მესამე თვალსაც უწოდებენ.
როცა გალაქტიკის ცენტრიდან დიდი ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება მოედინება, გირჩისებრი სხეული  ელექტრულად გადაიტვირთება და ზედმეტად სტიმულირდება. ამან შეიძლება გამოწვიოს ტვინის სხვა ძირითადი ჯირკვლების ზეაღგზნება, პირველ რიგში, ეს არის  ჰიპოფიზი, რომლის გადატვირთვაც  უკვე იწვევს ფიზიკურ სხეულში ენერგეტიკულ დისბალანსს. ეპიფიზი  და ჰიპოფიზი  ერთმანეთთან დაკავშირებულია, ასე ვთქვათ, ელექტრო-მაგნიტური ანდა ბიოენერგეტიკული პლატით –  ჰიპოფიზი  აქტიურდება იმ სინათლის გამოსხივებით და იმ სიგნალებით, რომლებიც მას გადმოეცემა ეპიფიზიდან, ანუ გირჩისებრი სხეულიდან. ეს ჯირკვლები ორივე არის მესამე თვალის სისტემის ძირითადი ჯირკვლები.
ჰიპოფიზი – ადამიანის სხეულის ენერგეტიკული ბალანსის გასაღებია.
ჰიპოფიზი  არის ენდ სისტემის მთავარი ჯირკვალი, რომლის მთავარი ფუნქციაა არეგულიროს სხეულის ენერგეტიკა  ჰორმონალური ბალანსის მეშვეობით. ის მუშაობს ფარისებრ ჯირკვალთან ერთად, რომელიც ყელის ცენტრშია,  და მართავს  ორგანიზმში ენერგიის მოძრაობას, მის მიღებას და გაცემას, ხარჯვას.  თუ ჰიპ გადატვირთულია, ის დროებით გადატვირთავს ასევე ფარისებრ  ჯირკვალს,  ასევე უფრო მცირე დოზით – თირკმელზედა ჯირკვლებს,  წარმოშობს რა ენერგიის დიდ ტალღებს და დროებით მაღალენერგეტიკულ აღგზნებულ  მდგომარეობას, შემდგომი დაღლილობით, ან ემოციური აშლილობით, დეპრესიით, ტირილით და ა.შ.  ამ დროს  სხეულის ბალანსი დარღვეულია და თუ ეს დიდხანს გრძლდება ან ხშირად ხდება,  ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, მაშინ იწვევს თირკმელზედა ჯ-ების გადაწვას და შედეგად, ფარისებრის გამოფიტვასაც. ადამიანის ხასიათი და მდგომარეობა განიცდის ძლიერ რყევებს  ზეაქტიურობასა  და სრულ უმოქმედობას შორის,  ის ცდილობს ძალისხმევით დაარეგულიროს სხეულის ენერგეტიკული წონასწორობა, ასე ვთქვათ, თავი ხელში აიყვანოს, გამოვიდეს შფოთვიდან.
სულიერ-ენერგეტიკულად ეს პროცესი ნიშნავს, რომ  სხეული ცდილობს გაუმკლავდეს ევოლუციის ენერგიის  ახალ ტალღას, რომელიც აყალიბებს და ქმნის ადამიანის წმინდა კრისტალურ სხეულს, სინათლის სხეულს, ახალ ადამიანს,  მაღალვიბრაციული ცნობიერების ადამიანს, და იწვევს შესაბამის საჭირო გარდაქმნებს  მის ახლანდელ ფიზიკურ სხეულში.
ზოგადად ადამიანის სხეული არის საოცარი თვითრეგულირებადი ორგანიზმი, ის ყოველთვის ეძებს და პოულობს ბალანსს, ეგუება ახალ პირობებს, ამ შემთხვევაში, ახალ ევოლუციურ მოთხოვნებს.  ბიოენერგეტიკული განვითარების ამ ახალ პროცესში სხეული  ცდილობს დაგეხმაროთ თქვენ, რომ იპოვნოთ ბალანსი იმდენად სწრაფად, რამდენადაც  ეს არის შესაძლებელი, რათა  საბოლოოდ თქვენ შეძლოთ ისიამოვნოთ და მიიღოთ ბედნიერება თქვენი ახალი კრისტალური სინათლის სხეულისგან, მისი ძალისგან და ენერგიისგან.
ახალი ცნობიერების მატარებელი ნატიფი სხეულის – სინათლის სხეულის  საჩუქარი ადამიანისათვის არის ხანგრძლივი სიცოცხლე, სრულყოფილი ჯანმრთელობა და უსაზღვრო ენერგია.   უბრალოდ ბევრი თქვენგანისთვის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი ცხოვრების სტილი არ გაძლევთ საშუალებას, რომ სხეულმა შესაბამისი კორექტირება მოახდინოს.
სინამდვილეში,  როცა ჰიპოფიზი არის გადატვირთული, თქვენ უნდა შეამციროთ ცხოვრების ტემპი. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, თქვენი სხეული თვითონ გააკეთებს ამას, მაგალითად დაავადების გამოწვევით, ანდა სრული უენერგიობის განცდით. უამრავი ადამიანი ავადდება ახლა მხოლოდ იმიტომ, რომ სხეული იძულებულია ცხოვრების ტემპი შეანელოს, რათა მიეცეს საშუალება, სიმშვიდეში მოახდინოს  რეკალიბრაცია, გარდაქმნა, კორექტირება – თავის ბიოენერგეტიკულ სისტემაში, და მის მთავარ მატერიალურ გამოვლინებაში –  ჰორმონალურ სისტემაში.
ამიტომ ყოველთვის უმჯობესია, რომ ადამიანმა უსმინოს თავის სხეულს, და შეანელოს ცხოვრების ტემპი. თუ დაღლილობას გრძნობთ და დაძაბულობას, დაისვენეთ. სანამ თქვენ ისვენებთ, თქვენი უმაღლესი მე, ასე ვთქვათ ზეცნობიერის პროგრამა,  იმუშავებს თქვენს სულიერ -ენდოკრინულ სისტემაში, ბალანსის დასამყარებლად,  რათა ადვილად და სიამოვნებით  შეძლოთ სულ უფრო და უფრო მზარდი შემოდინებული ვიბრაციული დონეების ათვისება და გადამუშავება.
სხეულის ენერგეტიკული დამშვიდება და დაბალანსება:
თიმუსის როლი და სულიერი გულის სუნთქვა.
სხეულის დამშვიდებისათვის და ბალანსისათვის ყველაზე კარგი მეთოდია მუშაობა სუნთქვასთან და თიმუსის ენერგიასთან, უმაღლეს სულიერ გულთან.  თიმუსი – მკერდუკანა ჯირკვალი, მკერდის ძვლის უკან მდებარეობს. ყველა ეს  ჯირკვალი კარგად არის განხილული ჩვენი youtube არხის  – სიცოცხლის ელექსირის  ვიდეოში, რომელიც ეძღვნება ჰორმონალური ჯირკვლების განკურნება-გააქტიურებას ზეციური ელექსირით – ღვთიური მაღალვიბრაციული ენერგიით.
თიმუსი არის გულის ჩაკრის ენერგეტიკული კარიბჭე, რომელშიც სინათლე და  ენერგეტიკული გამოსხივებები არსობრივად შეიგრძნობა,  როგორც უპირობო სიყვარული. გულის ჩაკრა განაგებს   ფილტვებს, ფიზიკური სუნთქვის ორგანოს. თქვენ ალბათ შემჩნეული გაქვთ, რომ როცა ღელავთ რამეზე, ზედაპირულად სუნთქავთ, იქნებ სუნთქვაშეკრულიც ხართ ამ დროს. ეს ხელს უშლის გულის ცენტრს, რომ გაიხსნას და იყოს ბალანსში სამყაროს ენერგიებთან. ხოლო როცა თქვენ ისვენებთ, მშვიდად ხართ, მოდუნებული,  რელაქსაციაში, როგორც მედიტაციაში, თქვენ მაშინ ღრმად სუნთქავთ და საშუალებას აძლევთ გულის ენერგიას, იდინოს თანაბრად, ლივლივით.
გაცნობიერებულად შესრულებული სუნთქვა, სიყვარულის გრძნობაზე აქცენტით,  ააქტიურებს თიმუსს და გულის ჩაკრას.  სიყვარულის სუნთქვა, სულიერი გულის სუნთქვა – არის ბიოენერგეტიკული სისტემის დამშვიდების მთავარი მეთოდი და პრაქტიკა,  სხეულისათვის ბალანსის დაბრუნების მთავარი საშუალება.
როცა თქვენ ასრულებთ ღრმა სუნთქვას და ყურადღება გაქვთ გულის ცენტრში, ცდილობთ შეიგრძნოთ უპირობო სიყვარული, ამ დროს თქვენ სისტემას ავსებთ ღვთიური სინათლის ენერგიით. ეს აბალანსებს ზედმეტ ელექტრულ აღგზნებას გირჩისებრ სხეულში, და ადამიანი შედის სიმშვიდისა და ჰარმონიის მდგომარეობაში.
რაც უფრო მეტად სუნთქავთ  გაცნობიერებულად,  ღრმად,  არა ძალისხმევით, არამედ ისე, რომ მთელ სხეულში ცნობიერად შეიგრძნოთ სუნთქვა, მით მეტად აქტივიზირდება თიმუსის ფუნქცია, ის კი თავის მხრივ იწვევს და აძლიერებს თქვენში უპირობო სიყვარულის გრძნობას, და ამავე დროს უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს თქვენი სხეულის  განკურნებაში, იმუნური სისტემის ამაღლებაში.
ფიზიკური ვარჯიშები და ცოცხალი კვება.
ძლიერი ფიზიკური სხეული ხელს უწყობს სულიერი ენდოკრინული სისტემის სიძლიერეს.  თქვენს სხეულებში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების ყველაზე კარგი ხელშეწყობაა  – ფიზიკური ვარჯიშები და სწორი ცოცხალი კვება.
ჯანმრთელი და ძლიერი სხეული არის ახლადგააქტიურებული  ჩაკრული  სისტემის უძლიერესი ენერგიების კარგი გამტარი, ვიდრე დაღლილი და სუსტი სხეული. ფაქტიურად, თუ თქვენ ფიზიკურ ძალას არ ავარჯიშებთ,  თქვენ ვერ გაუძლებთ ახალ ენერგეტიკულ დატვირთვებს.
ახალი დედამიწის ადამიანის კრისტალური სხეული, სინათლის სხეული  – არის ძლიერი და ჯანმრთელი სხეული. ის შექმნილია იმისათვის, რომ იმოძრაოს თავისუფლად, და იყოს აქტიური. მას უყვარს სუფთა ჰაერი და ბუნებაში შემოქმედებითი აქტიურობა. რაც უფრო მეტ ხანს ხართ სუფთა ჰაერზე ღრმა გაცნობიერებული სუნთქვით გულში, მით მეტ დახმარებას მიიღებს თქვენი სხეული იმისათვის, რომ დაარეგულიროს და დააბალანსოს ახალი კრისტალური ბიოენერგეტიკული სისტემა.  ამ დროს ხდება თქვენი  ევოლუციური აღმასვლა.
როგორც კი ბალანსი მიღწეული იქნება, თქვენ იგრძნობთ სიმშვიდეს, ჰარმონიას და შინაგან ძალას. თქვენ შეგეძლებათ გამოიყენოთ თქვენი ახალი ჩაკრული  სისტემა იმისთვის, რომ გამოავლინოთ სასურველი მოვლენები, როგორც სასწაულები, თქვენს ცხოვრებაში.
ასეთნაირად, თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ხელშეწყობა სხეულისათვის ამ გადასვლის პერიოდში, ის ხომ სრულ გადაპროგრამირებას განიცდის, და ახალ სიხშირეებზე ააქტიურებს სულიერ ენდოკრინულ სისტემას. თქვენი სხეული მით უფრო სწრაფად მიაღწევს ბალანსს, რაც უფრო მეტად ითვალისწინებთ მიმდინარე პროცესებს, და თანაშემოქმედებთ მასთან,   რაც უფრო ანელებთ თქვენს ტემპს და რაც უფრო გაცნობიერებულად მუშაობთ ბალანსისა და ჰარმონიის დასამყარებლად თქვენს ცხოვრებაში.  ჩვენი ცხოვრების ამ ეტაპზე,  განვითარების და ევოლუციის ამ პერიოდში, ბალანსის, სიმშვიდისა და ჰარმონიის გრძნობები გარე და შიდა დონეებზე უნდა იყოს უმთავრესი მიზანი, რადგანაც მხოლოდ ამ მდგომარეობებში არის შესაძლებელი თქვენი ახალი კრისტალური სხეულის, სინათლის სხეულის, ახალი ცნობიერების სხეულის აქტივაცია  და მისი სრული გამოყენება შემდგომ ცხოვრებაში.
ნაწილი მეორე:
რეკალიბრაცია თეთრ სინათლეში –ეს არის ადამიანის სხეულის მშვენიერი და საოცარი ტრანფორმაცია – სინათლის არსების მატარებელ ჭურჭელში, მრავალგანზომილებიან სინათლის სხეულში.
პირველ ნაწილში ჩვენ განვიხილეთ, სინათლე და ენერგია როგორ გადაეცემა სინათლის სხეულიდან ფიზიკურ სხეულს ჰორმონალური ჯირკვლების მეშვეობით.  როცა ბალანსი მიღწეულია, და ფიზიკური და სინათლის სხეული ხდება ერთიანი, მაშინ ახალი ადამიანის აურა მთლიანად თეთრი სინათლითაა სავსე, ხოლო ჩაკრები, ენერგეტიკული ცენტრები,  ასი პროცენტით აქტიურია. ეს არის ენერგეტიკულად ძლიერი არსება.
ეს არის ამაღლებული ცნობიერების სინათლის არსება – ახალი ადამიანი.
დედამიწაზე ახლა უამრავი ადამიანია, ვინც იგრძნო მზაობა, გაეხსნა ახალ ენერგიებს და ცნობიერებას, და შედეგად, გაზარდა თავისი სინათლის სხეულის ბრუნვის სიჩქარე იმ დონეზე, იმ სიმაღლეზე, რომ ჩაკრების ერთობლივმა ენერგიამ, აურამ  მიიღო თეთრი ფერი. ამ  რეკალიბრაციამ ასევე მთელი სიმძლავრით აამუშავა ჩაკრები. სინათლის ადამიანი ავლენს  პირველსაწყისი ადამიანის შაბლონის  სრულ ძალას და პოტენციალს და არის სამოთხის ცნობიერების მატარებელი. ეს არსება არის ენერგიის გენერატორი, რომელსაც შეუძლია სასწაულების მოხდენა.
თქვენ უნდა გააცნობიეროთ დედამიწაზე მიმდინარე პროცესის არსი – ვიბრაციები სიხშირეები ენერგიები – მაღლდება და ძლიერდება ზოგადად, ყველასთვის. თქვენ არ აკეთებთ ამას, ეს არის კოსმიური პროცესი, თქვენ მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოთ ამ გარდაქმნების სასიკეთო მიმდინარეობას თქვენს სხეულში და თქვენს ცნობიერებაში.
როდესაც თქვენი ჩაკრების სიხშირე საკმაოდ გაიზრდება, თქვენთვის აუცილებელია, დარჩეთ დამიწებული,  და ბალანსში გქონდეთ თქვენი სისტემა, რომელშიც ახლა ახალი ჩაკრებიც იქნება გააქტიურებული.   სხვანაირად თქვენ იგრძნობთ ენერგიების  რყევებს, ზეაღგზნებულობას  და ქანცგამოცლილობას.
თუ თქვენ არ ხართ საკმარისად დამიწებული, მაშინ, თქვენი ძალის გაზრდასთან ერთად, შესაძლოა დაკარგოთ მატერიალურ რეალობასთან კავშირი და მთლიანად დარჩეთ  ფოკუსირებული  მაღალ განზომილებებში. ეს თავისთავად, მშვენიერი გამოცდილებაა, მაგრამ არა მუდმივად –  სანამ ადამიანის სხეულში ხართ, უნდა ეცადოთ დამიწებას, სხვადასხვა მეთოდებით. დამიწების  პრაქტიკა უნდა იყოს თქვენი მთავარი პრაქტიკა სულიერი განვითარების გზაზე.
სინათლის მსახურებში და სულიერი განვითარების ადამიანებში არსებობს ტენდენცია, რომ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს ჩვენი არსების ზეციურ ასპექტებს და მოხდეს ადამიანურის იგნორირება.   სინამდვილეში ჩვენი არსების შიგნით ახლა სულ სხვა პროცესი მიმდინარეობს: ფიზიკური და ნატიფი სულიერი პლანების შერწყმა, მათი ერთობლივი აქტიურობა.  ეს ნიშნავს ზედა და ქვედა ჩაკრების ბალანსს და ჰარმონიულ მოქმედებას.
ამიტომ დედამიწაზე მიმდინარე ზოგადი, ყოვლისმომცველი პროცესის – თქვენი სულიერი ბუნების გააქტიურების  მხარდასაჭერად, ხელშესაწყობად, ქვედა ჩაკრები უნდა იყოს სრულიად სუფთა, წმინდა, გახსილი და უნდა ბრუნავდეს, მოძრაობდეს ასპროცენტიანი სიმძლავრით, სრულყოფილად. ეს ხდება მაშინ, როცა  თქვენ ხართ  სრულიად დამიწებული  და მატერიალურ რეალობასთან კარგ ურთიერთკავშირში.  ქვედა ჩაკრების სისუფთავე და აქტიურობა მოგცემთ ახალ რეალობაში ყველაფერს, რაც თქვენ გჭირდებათ ცხოვრებაში.  ბარაქა – ეს არის ახალი ცნობიერების რეალობა, და არის ასევე თქვენი კოსმიური უფლება, იცხოვროთ იმ პირობებში და ისე, როგორც მოისურვებთ სულიერ ამაღლებულ ცნობიერებაში. ახალი ადამიანს აქვს ყოველთვის ყველაფერი, რაც სჭირდება მატერიალურად. ეს არის მთლიანად გააქტიურებული ფუძისეული ჩაკრის დამსახურება. ყველაფერი საჭირო ბუნებრივად მოიზიდება ასეთი ადამიანის ცხოვრებაში, მას არ აქვს  რამის დანაკლისი, და არ საჭიროებს  რაიმესთვის ბრძოლას.
ახალი ცნობიერების ადამიანი – სინათლის ადამიანი, კრისტალური ადამიანი, მათ სხვადასხვა სახელებს ვეძახით უდიდესი სიყვარულით, ეს არის თქვენი არსი, ის, რაც ხდებით ახლა, რაშიც გადაიბადებით ახლა. ახალი ადამიანი ასევე სრულიად თავისუფალია ემოციური დრამებისგან. მისი სრულად გააქტიურებული საკრალური ჩაკრა, მეორე ენერგო-ცენტრი ჭიპის ქვემოთ, მიანიშნებს იმას,  რომ ადამიანი განთავისუფლდა  ცოდვისა და კარმის იდეებისგან, და ახლა არსებობს მთელი თავისი შინაგანი სამყაროს სრული მიმღებლობის, თავისუფალ სივრცეში, ყველა არსის მიმღებლობის ცნობიერებაში.
სინათლის ადამიანები  დედამიწაზე ბადებენ მშვიდობას და ჰარმონიას, რადგანაც მათ იციან, რომ დედამიწა არის სინაზისა და სიყვარულის პლანეტა.  მთლიანი საწყისის სიყვარული ასაზრდოებს ასეთ ადამიანებს და ყველაფერს მათ გარშემო.   მათ უკვე იციან, რომ ემოციური დრამები და ძალადობა – ილუზიის თამაშებია, რომლებშიც თამაშობენ სულიერი ბავშვები. და  როცა საკრალური ჩაკრა აღწევს მაღალ სრულ სიჩქარეს, ყველა ემოციური დრამა  დღის სინათლეზე გამოდის განსაკურნებლად, რათა განთავისუფლდეს ადამიანი და მასში და მის გარშემო საბოლოოდ დამყარდეს  სრული სინათლე და სიმშვიდე.
სინათლის ადამიანში აქტიურია და თავისუფალია ასევე  მზის წნულის ენერგია, იგივე გონების ენერგია, ის აღარ უფლობს ადამიანზე.  ბევრი თქვენგანისათვის ახალი დროება რთული ეტაპია,  რადგანაც გონება ეწინააღმდეგება ახალ ცნობიერებას, სულის პეპლის დაბადებას ეგოსა და აზროვნების ჭუპრიდან.  ეგოს, პიროვნების ძველი პროგრამები  არის სწორედ ამ ჭუპრის გარსი, რომელიც ადრე კი იცავდა ადამიანს თავის ცხოვრებაში განვითარების გაკრვეულ ეტაპზე, მაგრამ ახლა ის უნდა გაარღვიოს ადამიანმა, რომ გადაიბადოს ახალ არსებაში.  როცა მზის წნულის ცენტრის სიჩქარე, სიხშირე, პოტენციალი მიაღწევს უმაღლესს, სისრულეს, ამ დროს გონება და აზროვნება გახდება  – ადამიანის მთლიანი არსებობის ნაწილი, და არა მისი  მმართველი ენერგია და წყარო.
სინათლის სხეულის გააქტიურების  ამ  ეტაპზე თქვენ შეამჩნევთ, რომ ტვინი იწყებს ძალიან ძლიერად მუშაობას,  თითქოს  ცდილობს სინათლის სხეულის სიჩქარეს დაეწიოს და მოიცვას ის. მაგრამ საბოლოოდ, ის დამშვიდდება და ადამიანში დამყარდება ახალი  ბალანსი.  ტვინი ასე ვთქვათ, დარწმუნდება, რომ  ახალ ენერგეტიკულ ველში, ახალ სინათლეში, არსებობა სრულიად უსაფრთხოა.
ამრიგად, როცა ეს უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი მდგომარეობა –  ქვედა ჩაკრების სიწმინდე და აქტიურობა, და დედამიწასთან კავშირი, დამიწება იქნება მიღწეული, შედეგად,  ახალი სიხშირით დაიწყებს ფუნქციონირებას გულის ცენტრი, ის ხდება  ახალი არსების ცენტრი, საიდანაც შემოედინება ცნობიერების ახალი განზომილებები, ანუ ადამიანს ეძლევა საშუალება დაამყაროს ურთიერთობა ამ ახალ მაღალ განზომილებებთან.
როდესაც თქვენ მიაღწევთ ამ უმაღლესი წერტილის კალიბრებას,  ბალანსს, ამ დროს იწყება „პაუზა“, ანუ წერტილი დროსა და სივრცეში, როცა თითქოსდა არაფერი ხდება. ეს არის სიცარიელე (გონებისათვის და აღქმისათვის), დედის საშვილოსნოს მსგავსი სივრცე, რომელშიც თქვენ შეიგძლიათ იყოს ის, რაც ხართ სინამდვილეში, იყოთ თავისუფლად,  სწორედ ამ დროს ხდება თქვენი არსების ახალი ასპექტების ინტეგრაცია თქვენში, და თქვენ ბადებთ ახალ არსს და ენერგიას სინათლის სხეულის სახით.
თუ ადამიანის განვითარებას და მასში სულიერი ცნობიერების გამოღვიძება-გამოვლინებას პეპლის განვითარებას შევადარებთ, ამ ორ პროცესში მართლაც უდიდესი მსგავსებაა, მაშინ ეს გარინდების, დაყოვნების სტადია შეესაბამება ჭუპრის სტადიას, როცა გარეთ არაფერი ჩანს, და თითქოს არც არაფერი ხდება, სინამდვილეში კი შიგნით მიდის უზარმაზარი ტრანსფორმაცია. ამ დროს ბევრი თქვენგანი გრძნობს დიდ ენერგეტიკულ დატვირთვას, და გადაღლას.  ამ დროს თქვენში ხდება ენერგეტიკული ცნეტრების სიჩქარის გაზრდა, და თქვენ უნდა შეჩერდეთ გარე სამყაროში იმისათვის, რომ ნება მისცეთ შინაგან პროცესებს წარიმართონ შედეგიანად.
ამ სიცარიელეში, ამ ჭუპრში, ამ სულიერ საშვილოსნოში, თქვენს წმინდა გულში, თქვენ შეხვდებით თქვენს ნამდვილ არსს, თქვენ შეუერთდებით თქვენს ღვთიურობას, თქვენს ღვთიურ არსს, განთავისუფლდებით შიშებისგან, დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობებისაგან, დაურწმუნებლობისგან, მდაბალი მე-ს ყველა ნეგატიური გრძნობებისგან. თქვენ აღმოაჩენთ, რომ თურმე ყოველთვის შეგიძ₾იათ იყოთ დაცული და იცხოვროთ სრულიად უსაფრთხოდ სამყაროში. თქვენ აღმოაჩენთ, რომ ყოველთვის ყოველთვის აქ იყავით, და მხოლოდ გონებისა და გრძნობების დინებებს გადაჰყავდით მოჩვენებით ილუზორულ სამყაროში, სადაც არსებობენ მტრები, მოწინააღმდეგები, სადაც უნდა ეცადოთ გახდეთ რაღაც და ვიღაც, სადაც სულ რაღაცას უნდა მიაღწიოთ. აქ ამ ახალ სივრცეში თქვენ აღმოაჩენთ, რომ  უკვე ხართ, უკვე ხართ ღვთიური სრულყოფილი არსება. თქვენ აღმოაჩენთ მარადიულ სიყვარულს და სიმშვიდეს თქვენ  შიგნით. თქვენ აღმოაჩენთ თქვენს შინაგან სამყაროს, რომელიც იყო დაფარული უამრავი წლის და ეპოქის მანძილზე. ეს შინაგანი სამყარო არის თქვენი უმაღლესი სინათლის ცნობიერება, უმაღლესი გონი, უმაღლესი ჭეშმარიტება.
აი ამ დროს, თქვენ დაიწყებთ ბრუნვას თეთრ სინათლეში. და კიდევ ერთი ახალი ცნობიერების ადამიანი დაიბადება ახალ დედამიწაზე.
სახელები ამ პროცესის უამრავია – გამოღვიძება, გასხივოსნება, ამაღლება გაერთიანება, რეალიზაცია და სხვა, – მაგრამ ყველა მათგანი დაკარგავს აზრს და შინაარსს, და დარჩებით მხოლოდ თქვენ, ის, ვინც ხართ და იყავით ყოველთვის.
მიღებული ენერგო-ინფორმაციების გახსენება და გამყარება.
დედამიწის ახალი ენერგიები კიდევ დიდი ხნის მანძილზე იქნება დიდი სიმძლავრის, და ადამიანებმა უნდა შეძლონ და ისწავლონ  მათ ათვისება, შეთვისება, ბალანსისა და ცენტრის შენარჩუნება ამ ახალ ენერგიებში. როცა ადამიანური არსება ხდება მრავალგანზომილებიანი, და ამ დროს არ შეუძლია ბალანსის და ჰარმონიის შენარჩუნება ზედმეტად მაღალ კოსმიურ ენერგიებში, მაშინ ის განიცდის ე.წ. ამაღლების სიმპტომებს, ეს არის ფიზიკური უცნობი წარმოშობის დაავადებები და მდგომარეობი, ემოციური ფსიქიური დარღვებები, ცხოვრებისეული მოვლენებისა და ურთიერთობების რღვევა, რაც სინამდვილეში განახლების პროცესს წარმოადგენს. ადამიანში ყველაფერი იცვლება, ფიზიკური სხეულიდან დაწყებული მისი სასიცოცხლო გარემო რეალობით დამთავრებული, რომელიც სწორედ მის ცნობიერებაში იღებს სათავეს და მისი ცნობიერებიდანვე გამოვლინდება.
ამიტომ ახლა თქვენ გეძლევათ გზა, მეთოდი, რომელიც მიგმართავთ თქვენ და წაგიძღვებათ ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც თქვენ შეძლებთ გაიაროთ ეს სულიერი ამაღლების კოსმიური კარიბჭე და ენერგეტიკული კვანტური გადასვლის  ქარბორბალები, ისე, რომ არ დაკარგოთ ბალანსი და ჰარმონია, რომ არ გამოგივლინდეთ  ფიზიკური და ფსიქოლოგიური არასასრუველი მდგომარეობები.  ამ ყოვლისმომცველი პროცესის მართვის  მთავარი გასაღები არის  გახდეთ სრულად დამიწებული, და შემდეგ შეათანხმოთ ერთმანეთთან თქვენი დამიწებული ფიზიკური სხეული უმაღლეს ენერგეტიკულ სხეულებთან, რომლებიც არის თქვენი გადამყვანი საშუალება მრავალგანზომილებიან ცნობიერებაში.
ამ ეტაპზე  ბევრი ადამიანია ისეთი, ვისაც არ შეუძლია ენერგიის გამოტარება ზედა ჩაკრებიდან ქვედაში, ზედა სხეულებიდან ქვედაში, ფიზიკურში, და ეს იწვევს  ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა  გაძლიერებული გულისფეთქვა, მაღალი წნევა და არითმია, ემოციური და ენერგეტიკული დისკომფორტი. როცა კოსმიური შემომავალი  ენერგია ადამიანში იჭედება მაღალ ცენტრებში, ქვედა სხეულები ამ დროს გრძნობს დაღლილობას, სისუსტეს და დაავადებას, რადგანაც ისინი არ ვიბრირებენ ჰარმონიაში ზედა სხეულებთან ერთად.
ამასთან, თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ხართ ძალიან ემოციური და გაღიზიანებული, ანდა მტირალა და დათრგუნული. ან შეიძლება იმდენად ჩაიკარგოთ საკუთარ თავში, რომ მოხვდეთ ეგოსა და პირადი დრამების ზემოქმედების ქვეშ.  ეს მოწმობს იმაზე, რომ ქვედა ჩაკრები გამოსულია მწყობრიდან ზედა ჩაკრების ძლიერი ენერგიების მიერ. თქვენ ცუდად იგრძნობთ თავს მანამ, სანამ ქვედა ჩაკრების ენერგია არ დაიწყებს მაღალი სიხშირით ან მაღალი სიჩქარით მოქმედებას.
ამ პროცესის ხელშესაწყობად თქვენ შეგიძლიათ ერთადერთი რამ გააკეთოთ – მისცეთ მათ საშუალება, თავისუფალი მშვიდი დრო და თავისუფალი მშვიდი სივრცე ამ პროცესის ბუნებრივად  დასარეგულირებლად. დღის მანძილზე გამონახეთ დრო და სივრცე, როცა იქნებით არაფრით დაკავებული, მხოლოდ იწვებით ან იჯდებით მშვიდად.  ეს არის აუცილებელი, და ჩვენს დროში არის, ასე ვთქვათ,  ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი პრაქტიკა.
ყველა გამოვლენილი ფიზიკური სიმპტომი – ეს არის თქვენი მაღალი და დაბალი სხეულების შეუთანხმებლობისა და დაუბალანსებლობის შედეგი.  რადგანაც, როცა სხეულები და ენერგო-ცენტრები  არიან ბალანსში და გულის ცენტრიც მთელი ძალით მუშაობს,  მაშინ  ენერგია ადვილად შემოედინება მაღალი ცენტრებიდან გულში და მერე ქვედა ცენტრების გავლით  დედამიწაში, როგორც უნდა იყოს ბუნებრივად, და როგორც არის ჩაფიქრებული სამყაროს მიერ.
თქვენი ასეთი მდგომარეობა არის მხოლოდ და მხოლოდ შუალედური ფაზა ენერგიების გათანაბრებისათვის, და დროთა მანძილზე თქვენი ფიზიკური და ენერგეტიკული სხეულები მოახერხებენ, რომ დაბალანსდნენ და შეთანხმდნენ.  ამ ჰარმონიზაციის შედეგად თქვენი სიმპტომები გაქრება.  მანამდე კი მუდმივად უნდა შეუწყოთ ხელი ამ ბუნებრივ პროცესს.  და საიდუმლო და გაცხადებული გასაღები კი ყველაფრისთვის არის – თქვენი გული. გული უნდა იყოს სრულიად გახსნილი, რომ შეძლოს გაატაროს კოსმიური დამბადებელი შემოქმედებითი ენერგიები სხეული სისტემაში. როცა სხეულები შეთანხმებულია, და გული გახსნილია უპირობო სიყვარულისათვის, უმაღლესი ღვთიური ენერგიისათვის, მაშინ ფიზიკური სხეული ხდება ღვთიური შემოქმედებითი ენერგიის გამტარი წმინდა არხი. ამ სრულყოფილ შეთანხმებულობაში და დინებაში, იბადება ახალი სივრცე სასწაულების გამოცდილებებისათვის. როცა ღვთიური შემოქმედებითი ენერგია ძალიან ძლიერია და ინტენსიური, მაშინ ყველაფერი შეიძლება იყოს მიღწეული და გამოვლენილი.  ახალი ადამიანი არის რეალობის შემოქმედი.
მუდამ გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი მიიღწევა მხოლოდ გულის ენერგიების დინების მეშვეობით, და არა ტვინის, გონების.  როგორც კი თავი, ტვინი ეცდება,  რომ ეს პროცესი მართოს, მაშინვე შემომავალი დინება ფერხდება  და ცხოვრებაში სასწაულების გამოვლინებაც ბლოკირდება.  შედეგად იბადება გაურკვევლობის გრძნობა, თითქოს ცხოვრებაში არაფერი არ ხდება. ფაქტიურად, თქვენ თავად ქმნით ამ შეჩერების, ჩიხის ენერგიას თქვენში იმით, რომ არ გსურთ, არ  იღებთ იმ სასწაულებს, რომლებიც ხდება თქვენს ცხოვრებაში, სხვადასხვა შინაგანი პროცესებისა და გამოვლინებების სახით.  თქვენი რაციონალური გონება ამბობს – არა ეს შეუძლებელია – ასეთნაირად იბლოკება ენერგია და ფერხდება სასურველი რეალობის გამოვლინება. ასეთნაირად, თქვენ ცხოვრობთ ისე, თითქოს არაფერი ხდება ცხოვრებაში, სინამდვილეში კი შეგეძლოთ გეცხოვრათ საინტერესო, სიხარულით სავსე, კეთიდლღეობითა და ბარაქით აღსავსე  თავისუფალ სივრცეში, თუკი გაჰყვებოდით გულს, რომელიც მიგიძღვით თქვენ ამ უსასრულო სინათლის სივრცისკენ.  ერთადერთი, რაც თქვენ გევალებათ – უბრალოდ მიენდეთ, დაუთმეთ და შეიგრძენით ყველაფერი გულით, უარი თქვით, რომ ჯერ განსაჯოთ გონებით, გააანალიზოთ ტვინით, და შემდეგ კი საკუთარი ეგოთი მოახდიონოთ რეაგირება – თქვით უარი ასეთ მიდგომაზე.  და მიჰყევით გულს.
ეგომ, ინდივიდუალურმა ცნობიერებამ, უნდა ისწავლოს გულთან ერთად ჰარმონიული მუშაობა, და მისცეს გულს უფლება, რომ იყოს ლიდერი. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ თქვენ სრულყოფილად შეხვიდეთ თქვენი გულის წმინდა სივრცეში, გაათანაბროთ ენერგიები და გამოავლინოთ ის და ისე, რასაც და როგორც მოისურვებთ. ზოგჯერ სწორედ ამიტომ გრძნობთ სისუსტეს, რომ ძლიერად ეწინააღმდეგებით იმას, რასაც სამყარო გიძღვნით მადლით, თქვენ კი ცდილობთ შეინარჩუნოთ ძველი პროგრამები და შეხედულებები.
მოვიდა დრო, რომ დაუშვათ, და შემოუშვათ  თქვენს ცხოვრებაში სიყვარულისა და მატერიალური კეთილდღეობის ბარაქა, რომელსაც ამ დროში მადლით გიძღვნით ღვთიური შემოქმედი ცნობიერების ნაკადი.
ყოველდღიურად ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და გქონდეთ მიწასთან კონტაქტი, იფუსფუსეთ ბაღში, ეს დაგეხმარებათ დამიწებაში.
თქვენ ასევე შეგიძლიათ წარმოსახოთ და შეიგრძნოთ,  ენერგეტიკული ნაკადი როგორ შემოდის კოსმოსიდან თქვენს კინკრიხოს ცენტრში, ჩამოედინება გულში, შემდეგ კი მთელი სხეულის გავლით დედამიწაში. მის კრისტალურ ცხაურაში. ეს მოახდენს ძლიერ ბალანსს თქვენი ცენტრების მდგომარეობაში, და დაგეხმარებათ რომ მუდამ იყოთ გახსნილი და ცენტრირებული.
შეეცადეთ რომ იკვებოთ მხოლოდ ცოცხალი ხილ-ბოსტნეულით, ეს მოგიტანთ სუფთა მიწიერ ენერგიებს თქვენი საკვებიდან.
ყოველდღიურად საკმარისი დრო დაჰყავით სიმშვიდეში, მედიტაციაში საკუთარი თავისათვის. არა სხვებისთვის, პლანეტისათვის, არამედ პირველ რიგში საკუთარი თავისათვის. აივსეთ თავად, აივსეთ უპირობო სიყვარულით საკუთარი თავის მიმართ, და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მის გამოსხივებას და განაწილებას სხვებისათვის და პლანეტისათვის.
და როცა მიუახლოვდებით ამ მაღალენერგეტიკულ ახალ ბალანსის მდგომარეობას,  თქვენ თავს იგრძნობთ უკვე დამიწებულად, მშვიდად, ძლიერად, და ახალ ენერგიებს გაუმკლავდებით ადვილად.
გისურვებთ უდიდეს წარმატებებს და გაყვავილებას ამ საოცარ თავგადასავალში, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია.
სიყვარულის სულის ხმა ჰარმონიიდან.

გახდი სინათლის მსახური, რეალობის შემოქმედი და ღვთიური სიყვარულის წყარო